ციმბირის სახანო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
 
ციმბირის სახანოს ჩრდილოეთი ნაწილის მოსახლეობის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა [[მონადირეობა]], [[თევზჭერა]], [[მეირმეობა]]. ფეოდალური ურთიერთობანი გადახლართული იყო პატრიარქალურ-გვაროვნულ გადმონაშთებთან. ფეოდალური ურთიერთობის განვითარებამ ხელი შეუწყო წარჩინებულთა შორის [[ისლამი]]ს გავრცელებას, რომელიც ოფიციალურ რელიგიად იქცა. ციმბირის სახანოს სავაჭრო კავშირი ჰქონდა [[ცენტრალური აზია|შუა აზიასთან]], [[რუსეთი|რუსეთთან]], [[ნოღაის ურდო]]სთან, [[ყაზანის სახანო]]სთან, [[მონღოლეთი|მონღოლეთთან]] და [[ჩინეთი|ჩინეთთან]].
 
[[1555]] წელს [[ედიგერი|ედიგერმა]] (თაიბუღის გვარიდან) თავი რუსეთის ვასალად ცნო, მაგრამ [[1563]] წელს [[შაიბანიდები|შაიბანიდმა]] [[ქუჩუმი|ქუჩუმმა]] ნოღაელთა დახმარებით ხელისუფლება ხელთ იგდო, [[1572]] წელს გაწყვიტა რუსეთთან ურთიერთობა და მის წინააღმდეგ გაილაშქრა. [[1582]] წელს ციმბირის სახანოს სერიოზული დარტყმა მიაყენა [[ერმაკ ტიმოფეევიჩი|ერმაკის]] რაზმებმა, რომლებმაც დაიკავა მისი დედაქალაქი [[კაშლიკი]] და საფუძველი დაუდეს ციმბირის სახანოს შეერთებას რუსეთთან.
 
== ლიტერატურა ==