ემანუელ დე გრუში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 21 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q333821
No edit summary
ხაზი 4:
== ბიოგრაფია ==
 
სამხედრო სამსახურში იყო [[1779]] წლიდან. არისტოკრატიული წარმოშობის მიუხედავად მხარი დაუჭირდა [[საფრანგეთის რევოლუცია]]ს, რესპუბლიკურ არმიას შეუერთდა და მალე დივიზიის გენერლობა მიიღო. მონაწილეობდა [[ვანდეის ომი|ვანდეის ომში]] ([[1793]]), [[ირლანდია|ირლანდიის]] ექსპედიციაში ([[1797]]). [[1798]] წელს იყო [[პიემონტი]]ს გუბერნატორი. თავი გამოიჩინა [[იტალია]]ში [[რუსეთი]]სა და [[ავსტრია|ავსტრიის]] ჯარების წინააღმდეგ ბრძოლებში [[1799]] წელს. [[ნოვის ბრძოლა|ნოვის ბრძოლაში]] 14 ჭრილობა მიიღო და ტყვედ ჩავარდა. გათავისუფლების შემდეგ საფრანგეთში დაბრუნდა; შემდეგ მონაწილეობდა [[ჰოჰენლიდენის ბრძოლა]]ში ავსტრიელების წინააღმდეგ (1800). თავდაპირველად [[ნაპოლეონ ბონაპარტი]]ს ოპოზიციაში იყო, შემდეგ მის სამსახურში ჩადგა და მონაწილეობდა მის ყველა მნიშვნელოვან ომში. [[1809]] წ. [[ავსტრია-საფრანგეთის ომი ([[1809]])|ავსტრიასთან ომის]] დროს სარდლობდა [[ოიჟენ ბოარნე]]ს „იტალიის არმიის“ კავალერიას. [[1812]] წ. ნაპოლეონის [[საფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)|რუსეთში ლაშქრობის]] დროს მეთაურობდა კავალერიულ კორპუსს. მოკავშირეების შეტევის დროს მონაწილეობდა თავდაცვით ბრძოლებში საფრანგეთის ტერიტორიაზე ([[1814]] წ.). [[1815]] წ. ნაპოლეონის პირველი გადაგომის შემდეგ წოდება და ტიტულები ჩამოართვეს. „[[ასი დღე|ასი დღის]]“ დროს კვლავ იმპერატორს მიემხრო და გახდა საფრანგეთის მარშალი და [[პერი]]. [[ვატერლოოს ბრძოლა|ვატერლოოს კამპანიის]] დროს სარდლობდა კორპუსს, რომელიც [[ლინის ბრძოლა|ლინის ბრძოლის]] შემდეგ უკანდახეული [[პრუსია|პრუსიელები]] უნდა გაენადგურებინა; თუმცა გრუშიმ ეს ვერ შეძლო, რამაც გადაწყვიტა ვატერლოოს ბრძოლის ბედი. ამის შემდეგ გრუშიმ მოიპოვა უმნიშვნელო გამარჯვება [[ვავრის ბრძოლა|ვავრთან]] და შეძლო არმიის ნარჩენების უკანდახევის ორგანიზება [[პარიზი]]ს მიმართულებით. [[ბურბონების რესტავრაცია|ბურბონთა მეორე რესტავრაციის]] შემდეგ ემიგრაციაში წავიდა [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებულ შტატებში]], სადაც [[1821]] წლის ამნისტიამდე დარჩა. [[როიალისტები]] მის სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ, [[ბონაპარტისტები]] კი ვატერლოოს კამპანიის დროს დაშვებული შეცდომების გამო მოღალატედ მიიჩნევდნენ. [[1830]] წ. [[ივლისის რევოლუცია|ივლისის რევოლუციის]] შემდეგ მეფე [[ლუი ფილიპი|ლუი ფილიპმა]] მარშლისა და პერის წოდებები დაუბრუნა.
 
== ლიტერატურა ==