ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
შინაარსი შეიცვალა 'ავადა კადავრა ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი'-ით
ხაზი 1:
ავადა კადავრა
{{გადამისამართება|ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი}}
|წინა = [[ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი]]
{{ჰპწიგნები
|სურათი = [[ფაილი:Sab HP6.jpg|190px]]
|სახელწოდება = ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი
|ილუსტრატორი = ჯეისონ კოკკროფტი (ბრიტანეთი)<br />[[მერი გრანპრე]] (აშშ)
|გამოიცა= [[16 ივლისი]], [[2005]]
|ქართული_გამოცემა = [[2006]]
|მთარგმნელი = [[ქეთევან ყანჩაშვილი]]
|ნომერი = 6
|ქრონოლოგია = 1 აგვისტო 1996- 10 ივნისი, 1997
|თავი = 30
|გვერდი = 607 (ბრიტანეთი)<br />652 (აშშ)
|ISBN = 0747581088
|წინა = [[ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი]]
|შემდეგი = [[ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები]]
}}
 
'''ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი''' ({{lang-en|Harry Potter and the Half-Blood Prince}}) — არის მეექვსე წიგნი [[ჰარი პოტერი]]ს რომანების სერიაში, რომლის ავტორიც არის [[ჯოან როულინგი]].
 
== სიუჟეტი ==
 
{{სიუჟეტი}}
 
=== პრემიერ-მინისტრი ===
 
ინგლისი, 1996 წლის ზაფხული. უცნაური მოვლენები ხდება, რასაც აბრალებენ პირადად პრემიერ მინისტრს (მას რომანში არ ასახელებენ, თუმცა ამ პერიოდში ეს იყო [[ჯონ მეიჯორი]]). მას ეწვევა კორნელის ფაჯი, მაგიის სამინისტროს ყოფილი მთავარი მინისტრი (მას ჩაენაცვლა რუფუს სკრიმჯერი). იგი აუწყებს თავის კოლეგას, რომ მაგლების სამყაროში უსიამოვნებებმა იმატეს ვოლდემორის დაბრუნებისა და მაგების მეორე ომის დაწყების გამო. მაგლების სამყარო საშიშროების ქვეშ არის და ამიტომ ინგლისის პრემიერ მინისტრს საიდუმლო დაცვა, აურორი კინგსლი შეკლბოლტი ეყოლება.
 
=== ზაფხული ===
 
ამასობაში ერთმანეთს ხვდებიან სევერუს სნეიპი, ბელატრის ლესტრეინჯი და ნარცისა მალფოი. სნეიპი დებს ფიცს, რომლითაც ამტკიცებს, რომ დრაკო მალფოის დაიცავს და დაეხმარება ყველაფერში, ვინაიდან არსებობს ეჭვი, თითქოს ვოლდემორმა დრაკო მალფოის რაღაც დავალება მისცა.
 
ალბუს დამბლდორი ამჯერად თავად ეწვევა დერსლებს და ჰარი თან მიჰყავს, თუმცა დერსლებს სთხოვს, კიდევ ერთხელ დაიტოვონ ჰარი, ვინაიდან მისი დედის დის, პეტუნიას სახლში იგი უსაფრთხოდ იქნება. ჰარი აღმოაჩენს , რომ დამბლდორს მარჯვენა ხელი გამხმარი და უსიცოცხლო აქვს , თუმცა დირექტორი თავს იკავებს ამის თაობაზე რაიმეს თქმისაგან . ჰარი და დამბლდორი ეწვევიან პროფესორ სლაგჰორნს, რომელსაც მეექვსე სასწავლო წელს ალბუსი სთავაზობს მასწავლებლის სახით ჰოგვორტსში დაბრუნებას. ცნობილია, რომ სწორედ სლაგჰორნი ასწავლიდა ჰარის დედას, ლილის. ჰარის თხოვნით, სლაგჰორნი ბრუნდება ჰოგვორტსში.
 
მოგვიანებით ჰარი ტრადიციულად, ზაფხულის ბოლომდე უისლების ოჯახს სტუმრობს. იგი შეიტყობს, რომ გამოცდებში ძირითადად დადებითი ქულები მიიღო. მაგრამ მისი ნიშნები არ აძლევს საშუალებას, სნეიპის კლასში წამლები ხარშოს, ხოლო მათი ხარშვა აუცილებელი პირობაა ნებისმიერი პიროვნებისათვის, რომელიც, როგორც ჰარი, აურორად მუშაობას აპირებს.
 
უისლის ოჯახი, [[ჰერმიონ გრეინჯერი|ჰერმიონთან]] და ჰარისთან ერთად, [[მრუდე ქუჩა]]ს ეწვევა, საყიდლებისათვის. აღმოჩნდება, რომ ჰარის მიერ ნაჩუქარი [[ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი|მოპოვებული თანხით]] ძმებმა, ფრედმა და ჯორჯმა ჯადოსნური ფოკუსებისა და ხუმრობების მაღაზია ააშენეს. მეგობრები, [[რონ უისლი|რონი]], ჰარი და ჰერმიონი ხედავენ [[დრაკო მალფოი]]ს, რომელიც მაღაზია ''[[ბორჯინი და ბერკსი|ბორჯინ და ბერკს]]''-ს ეწვევა. მათთვის ეს ყველაფერი საეჭვოა.
 
=== მატარებელი ===
 
[[ჰოგვორტს-ექსპრესი]]თ მგზავრობისას ჰარი შეიტყობს ’ლოქორების’ კლუბზე (სიტყვისგან Slug), რომელიც სლაგჰორნმა დააარსა და რომელშიც მხოლოდ საუკეთესო ჯადოქრები შედიან.
 
მალფოის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ჰარი მის კუპეში იპარება და, უჩინმაჩინის მოსასხამის დახმარებით, ისმენს დრაკოსა და მისი მეგობრების საუბარს. მალფოი ყველას წინაშე ამაყობს იმით, რომ რაღაც საქმე დაავალეს, რის გამოც შემდეგ წელს ჰოგვორტსში არ დაბრუნდება. მოგვიანებით იგი ამჩნევს პოტერს, მიუხედავად იმისა, რომ პოტერი საიმედოდ იყო დამალული და, მას შემდეგ, რაც მატარებელი ჰოგვორტსს მიუახლოვდება, სცემს, აშეშებს და ტოვებს კუპეში დაგდებულს, გონებაწასულს და გადაფარებულს უჩინმაჩინის მოსასხამით.
 
მატარებელი უნდა დაბრუნდეს უკან. სწორედ მაშინ ჰარის პოულობს [[ნიმფადორა ტონკსი]], რომელიც ახლა უკვე [[ჰოგსმიდი|ჰოგსმიდში]] მორიგეობს. მას შემდეგ, რაც ჰარის შელოცვას ხსნის, პოტერი მიემართება ჰოგვორტსში, სადაც აღმოაჩენს, რომ ბნელი ძალებისგან დაცვის ხელოვნების ლექტორად დაინიშნა [[სევერუს სნეიპი]], ხოლო სლაგჰორნი - წამლების ლექტორად. გამომდინარე იქიდან, რომ სლაგჰორნი არ მოითხოვს ამ სფეროში უმაღლეს ნიშნებს, ჰარის ეძლევა საშუალება, შეუდგეს წამლების ხარშვის შესწავლის ხელოვნებას. ამიერიდან ჰარისა და რონს სულ რამდენიმე ლექცია აქვთ. ესენია: ტრანსფიგურირება მინერვა მაკ-გონაგელთან, ბნელი ძალებისაგან თავდაცვა სევერუს სნეიპთან, ბოტანიკა პომონა სპრაუტთან , შელოცვები ფილიუს ფლიტვიკთან და შხამ–წამლები სლაგჰორნთან. [[ჰერმიონ გრეინჯერი|ჰერმიონი]], თავის მხრივ, საკუთარი დამატებითი ლექციებით არის დაკავებული. გოლიათი [[ჰაგრიდი]] მათზე ოდნავ ნაწყენია იმის გამო, რომ ჯადოსნური არსებების შესწავლით არ დაინტერესდნენ, თუმცა ჰპატიობს ამას.
 
=== სკოლა ===
 
იმის გამო, რომ ჰარის არ აღმოაჩნდება წამლების სახელმძღვანელო, იგი იღებს სლაგჰორნის კაბინეტის ბიბლიოთეკის წიგნს - ’წამლების ვრცელი კურსი’, რომელიც აღნიშნულია, როგორც ''[[ნახევარპრინცი]]ს საკუთრება''. მისი იდუმალი ყოფილი მფლობელის მიერ წიგნში ბევრი შენიშვნაა დატოვებული და, მათი დახმარებით, ჰარი ხდება წამლების საუკეთესო შემქმნელი სლაგჰორნის კლასში. სლაგჰორნი მოსწავლეებს სთხოვს , მოადუღონ საწამლავი "ცოცხალი სიკვდილის წამალი" . ჰარი ნახევარპრინცის მითითებებით ადუღებს საწამლავს ყველაზე კარგად , სლაგჰორნი კი ჯილდოდ გადასცემს წარმატების ელექსირს "ფელიქს ფელეცისი". ამავე პერიოდში ჰარი გაზეთებიდან შეიტყობს სიკვდილის მხვრელთა ქმედებების შესახებ - მათ მიერ მოკლულ [[იგორ კარკაროვი|იგორ კარკაროვსა]] და ჯადოსნური ჯოხების ოსტატ ოლივანდერის გატაცებაზე. დამბლდორი ჰარის სთხოვს , დროდადრო ეწვიოს მას კაბინეტში . როდესაც ჰარი პირველად ეწვევა დამბლდორს, აღმოაჩენს, რომ დამბლდორი მას მოგონებებს ანახებს საფიქრელაში .რამდენჯერმე ჰარიმ შენიშნა , რომ დამბლდორი ხშირად ტოვებს სკოლას. ამის თაობაზე იგი კითხვას უსვამს თავად დამბლდორს , მაგრამ დირექტორი არ უამბობს მიზეზს . ალბუსი ჰარის უამბობს ჰორკრუქსების შესახებ . როდესაც ადამიანი სხვა ადამიანს კლავს , მისი სული ორად იხლიჩება და მკვლელს შეუძლია , სულის ეს ნაწილი რაიმე სულიერ ან უსულო საგანში განათავსოს . ეს საგანი ჰორკრუქსი ხდება და ძლიერი მაგიური დაცვა აქვს . იგი მხოლოდ განსაკუთრებული ნივთის საშუალებით ნადგურდება . თუ მკვლელი მოკვდება , იგი აგრძელებს არსებობას ჰორკრუქსში . ჰარი იგებს , რომ ლორდ ვოლდემორმა 6 ჰორკრუქსი შექმნა . ვოლდემორის დამარცხებისთვის საჭიროა ჰორკრუქსების განადგურება .
 
 
{{ესკიზი-ჰარი პოტერი}}
 
 
{{ჰარი პოტერი}}
 
[[კატეგორია:წიგნები ჰარი პოტერის შესახებ]]
[[კატეგორია:2005 წლის რომანები]]
 
{{Link GA|en}}