ვალტერ გროპიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| გარდ ადგილი = [[კემბრიჯი]], [[მასაჩუსეტსი]]
}}
'''ვალტერ ადოლფ გეორგ გროპიუსი''' (Walter Adolph Georg Gropius; [[18 მაისი]], [[1883]] – [[5 ივლისი]], [[1969]]) — გერმანელი არქიტექტორი, [[ბაუჰაუზი]]ს დამფუძნებელი. [[ლუდვიგ მის ვან დერ როე]]სა და [[ლე კორბუზიე]]სთან ერთად [[მოდერნიზმი|მოდერნისტული არქიტექტურის]] პიონერი.
 
==ცხოვრება==
1908 წელს გროპიუსმა სამსახური დაიწყო პეტერ ბეჰრენსის ფირმაში, რომელიც [[უტილიტარიზმი|უტილიტარული]] სკოლის ერთ-ერთი პირველი მიმდევართაგანი იყო. მისი თანამშრომლები ამ პერიოდში იყვნენ ლუდვიგ მის ვან დერ როე და დიტრიხ მარკსი. 1910 წელს გროპიუსმა ბეჰრენსის ფირმა დატოვა და ყოფილ თანამშრომელ [[ადოლფ მაიერი|ადოლფ მაიერთან]] ერთად ბერლინში საკუთარი პრაქტიკა დააარსა. მათი ერთობლივი დამსახურებაა ერთ-ერთი სანიმუშო [[მოდერნიზმი|მოდერნისტული]] ნაგებობა შექმნილი ამ პერიოდში, [[ფაგუსვერკი]], ალფერლდ-ან-დერ-ლაინი, გერმანია, ფეხსაცმელების ფაბრიკა. ამ შენობის მინის ფარდისებრი კედლები მოდერნისტული პრინციპის დემონსტრაციაა, რომელშიც ფორმა ფუნქციასა და მშრომელთათვის ჯანსაღი სამუშაო პირობების შექმნის გროპიუსის მისწრაფებას ასახავს. ამ პერიოდის სხვა ნამუშევართა შორისაა ოფისისა და ფაბრიკის შენობა ვერკბუნდის გამოფენისთვის (1914) [[კიოლნი|კიოლნში]].
 
[[სურათი:Bauhaus.JPG|thumb|300px|left|ბაუჰაუზი დესაუში, გერმანია.]]
გროპიუსის კარიერა 1914 წლის მოვლენებმა შეაფერხა. რეზერვისტად გაწვეული გროპიუსი დასავლეთის ფრონტზე სერჟანტ მაიორის რანგში მსახურობდა პირველი მსოფლიო ომის წლებში<ref>[http://www.bbc.co.uk/bbcfour/audiointerviews/profilepages/gropiusw2.shtml ინტერვიუ ვალტერ გროპიუსთან, ბი-ბი-სი]</ref>. ირონიულია, თუმცა გროპიუსს სწორედ ომმა შეუქმნა კარიერის გაკეთების შესაძლებლობა ომისშემდგომ პერიოდში. ჰენრი ვან დე ველდი, საქსონიის ხელოვნებისა და ხელოსნობის სკოლის დირექტორი [[ვაიმარი|ვაიმარში]] ბელგიური წარმოშობის გამო 1915 წელს სამსახურიდან დაითხოვეს. მისივე რეკომენდაციით ამ ადგილზე იგი გროპიუსმა შეცვალა 1919 წელს. სწორედ ეს აკადემია გარდაქმნა გროპიუსმა მსოფლიოში განთქმულ [[ბაუჰაუზი|ბაუჰაუზად]], რომელმაც მოიზიდა ისეთი პროფესორ-მასწავლებლები, როგორიც იყვნენ [[პაულ კლეე]], [[იოჰანეს იტენი]], [[იოზეფ ალბერსი]], [[ჰერბერტ ბაიერი]], [[ლასლო მოჰოი-ნადი]] და [[ვასილი კანდინსკი]]. სტუდენტებს ასწავლიდნენ თანამედროვე და ინოვაციური მასალისა და მასიური წარმოების მოპირკეთების გამოყენებას, რომელთა უმრავლესობა თავდაპირველად ინდუსტრიული დანიშნულებისა იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, მათგან ორიგინალური ავეჯი და შენობები იქმნებოდა.
 
1919 წელსვე გროპიუსი "შუშის ჯაჭვის" უტოპიურ [[ექსპრესიონიზმი|ექსპრესიონისტურ]] მიმოწერაში იყო ჩაბმული ფსევდონიმით "Mass". საიდანაც აშკარა ხდება, რომ მიუხედავად [[ფუნქციონალიზმი|ფუნქციონალისტური]] მიმართულებისა, მასზე გავლენა ამ პერიოდში ექსპრესიონიზმს მოუხდენია.
 
[[სურათი:Gropius Handles.jpg|thumb|120px|leftright|გროპიუსის სახელურები (1923)]]
1923 წელს გროპიუსმა შექმნა მისი ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ნამუშევარი, კარის სახელური, რაც დღეს მე-20 საუკუნის დიზაინის შედევრად ითვლება და ხშირად მოიხსენიება როგორც ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინი, რომელიც ბაუჰაუზში შეიქმნა.