თორი (მითოლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 67 interwiki links, now provided by Wikidata on d:q42952 (translate me)
No edit summary
ხაზი 5:
'''თორი''' (''Þórr, Thor, Thunar, Donar'') - [[სკანდინავიური მითოლოგია|სკანდინავიურ მითოლოგიაში]], ელვის და ქუხილის ღმერთი. თორი არის [[ოდინი|ოდინის]] და [[იორდი|იორდის]] (დედამიწა) უფროსი შვილი. ის არის [[სიფი|სიფის]] ქმარი, [[მოდი|მოდის]] (სიმამაცე), [[თრუდი|თრუდის]] (ენეგია, სიფხიზლე) და [[მაგნი|მაგნის]] (სიძლიერე) მამა. თორის სახლს [[თუდთჰვანგრი]] (ენერგიის მოედანი), დარბაზს კი [[ბილსკირნირი]] (მოციმციმე ნათება) ჰქვია.
 
თორი არის კოლოსალური ძალის მქონე მეომარი. მისი მაგიური სარტყელი მას კიდევ უფრო უმატებს სიძლიერეს: რაც უფრო ძლიერ მოიჭერს სარტყელს, მით უფრო მეტი ძალა ეძლევა. მისი იარაღი არის დიდი საომარი ურო - [[მიოლნირი]], რომელიც [[ლოკე|ლოკეს]] დავალებით იქნა გაკეთებული ორი [[ნაინი|ნაინის]], [[სინდრი|სინდრის]] და [[ბროკრი|ბროკრის]] მიერ. [[მიოლნირი|მიოლნირის]] გაქნევის შემდეგ ეს საომარი ურო მუდამ, თავის მფლობელს, თორს, უბრუნდება და მზად არის ხელახალი ბრძოლისთვის. თორი ცას კვეთს ორი მაგიური თხის, [[ტანგნიოსტი|ტანგნიოსტისტანგნიოსტისა]] და [[ტანგრისნირი|ტანგრისნირის]] მეშვეობით. ამავე დროს ეს ორი თხა თორის გამოულევი საკვებია. ის მათ შეწვავს და ჭამს. ძვლებს კი ტოვებს და მეორე დღეს თხები ცოცხლდებიან.
 
თორი არის ყველაზე ძლიერი ადამიანთა და ღმერთთა შორის. ის აგრეთვე არის [[მიგდარდი|მიგდადრის]] დარაჯი. ამასთანავე თორი ღმერთებს და ადამიანებს გიგანტებისგან იცავს. [[რაგნაროკი|რაგნაროკის]] ჟამს იგი [[ლოკე|ლოკეს]] შვილს, დიდ ზღვის გველს, [[იორმუნგანდი|იორმუნგანდს]] ებრძვის და დაამარცხებს მას. მაგრამ [[იორმუნგანდი]] მაინც შესძლებს კბენას და თორს შხამით მოწამლავს. გველი პირველი იღუპება, ხოლო თორი კი ცხრა ნაბიჯის გადადგმას ახერხებს, რის შემდეგაც ეცემა.