ფრიპორტი (ბაჰამის კუნძულები): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 68:
 
==კლიმატი==
ფრიპორტის კლიმატი [[ტროპიკული კლიმატი|ტროპიკულია]], რბილი [[ზამთარი|ზამთრით]]. ტემპერატურა იშვიათად ეცემა 16 °C-ზე (60 °F) დაბლა. ჰაერის საშუალო ტემპერატურაა 80°F, წყლის კი 72° - 78°F. ზამთარი შედარებით ცივი და მშრალია, [[ზაფხული]] კი ცხელი და ტენიანი. მიუხედავად იმისა, რომ [[ბაჰამის კუნძულები|ბაჰამის კუნძულებზე]] ყინვა არასოდეს დაფიქსირებულა, 1977 წლის იანვარში დაფიქსირებულია [[თოვლი]] წვიმასთან ერთად, ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც თოვლი ასევე მოვიდა მაიამის[[მაიამი]]ს შემოგარენში. ამ დროს ტემპერატურა 4,5 °C იყო.
 
==ეკონომიკა==
ფრიპორტს ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობდა, თუმცა [[ტურიზმი]] მნიშვნელოვნად შეფერხდა [[2004]] წლის შემდეგ, როცა კუნძულ [[დიდი ბაჰამა|დიდ ბაჰამას]] ორი ძლიერი ქარიშხალი — [[ქარიშხალი ფრანცისი|ფრანცისი]] და [[ქარიშხალი ჯინი|ჯინი]] დაატყდა თავს. კუნძულთან ყოველკვირეულად რამდენიმე [[საკრუიზო გემი]] ჩერდება. ტურიზმის ინდუსტრია ძირითადად კონცენტრირებულია ფრიპორტის გარეუბან [[ლუკაია (ბაჰამის კუნძულები)|ლუკაიას]] სანაპირო ზოლზე, რომელსაც სახელი ეწოდა კუნძულის [[კოლუმბი, ქრისტეფორე|კოლუმბამდელი]] მაცხოვრებლების, ლუკაიანების[[ლუკაიანები]]ს პატივსაცემად. მათი კვალი კუნძულზე აღმოჩენილია. ახალი წლის პერიოდში ფრიპორტში, ნასაუს[[ნასაუ]]ს მსგავსად იმართება ჯუნკანუს[[ჯუნკანუ]]ს (ქუჩის მსვლელობა-ფესტივალი) ორი ფესტივალი.
 
== რესურსები ინტერნეტში ==