ნაპირის ზონა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
File renamed: File:A44.jpgFile:Knight's Point, West Coast.jpg File renaming criterion #2: Change from completely meaningless names into suitable names, according to what the image displays.Pr...
ხაზი 5:
 
ნაპირის ზონის თანამედროვე [[რელიეფი]]ს ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს ზვირთცემა და მოქცევის დინებები; მათი ზემოქმედება გართულებულია ადგილობრივი კლიმატური (გაბატონებული ქარები, ყინვა, ყინულსაფარი და სხვა), ფიზიკური, ქიმიური და ბიოგენური ფაქტორებით. ნაპირის ზონის განვითარება მიმართულია წონასწორობის პროფილის (ნაპირთან ციცაბო და ფსკერისაკენ დამრეცი ჩაზნექილი მრუდი) გამომუშავებისაკენ. [[აბრაზია|აბრაზიულ ნაპირთან]] პროფილის ნაპირისპირა ნაწილი ჩაჭრილია [[დედაქანი|დედაქანებში]], ხოლო ფსკერისაკენ [[ხმელეთი]]ს ნგრევის პროდუქტებია დალექილი. [[აკუმულაცია (გეოლოგია)|აკუმულაციურ ნაპირთან]], სადაც ზღვა ტერასას ან სანაპირო ბარს ქმნის, დანალექი ქანები ნაპირისპირა ნაწილშია, ფსკერისაკენ კი პროფილი შესაძლებელია დედაქანებშიც იყოს გამომუშავებული. ნაპირის ზონის მოხაზულობა დამოკიდებულია ნატანის ნაპირის გასწვრივ
[[Image:A44Knight's Point, West Coast.jpg|left|thumb|240პქ|[[ახალი ზელანდია]]]]გადაადგილებაზე [[პლაჟი|პლაჟსა]] და წყალქვეშა კალთაზე. ნაპირის ზონის რომელიმე მონაკვეთზე გაბატონებულია ნაპირისადმი ირიბად მიმართული ღელვა, მაშინ ნაპირისგასწვრივ ნაკადს მოცემულ კვეთში შეუძლია წლის განმავლობაში 100 ათ. მ³-ზე მეტი რიყნარი და დაახლოებით 1 მლნ. მ³ ქვიშა გადაიტანოს.
 
იქ, სადაც ნაპირის ექსპიზიციის შეცვლის გამო ნაკადი შესუსტებულია, ნატანი ნაწილობრივ ილექება და წარმოიქმნება ნაპირის ზონის აკუმულაციური ფორმები ([[ცელა]], [[ისარ]]ა, [[ზვინული]] და სხვა). თუ ნაპირისგასწვრივი ნაკადი გაძლიერდა, მაშინ შესაძლებელია ნაპირის ზონაში [[ატმოსფერული ნალექები|ნალექები]] წაირეცხოს, გაქრეს [[პლაჟი]] და დაიწყოს ნაპირის ამგები დედაქანების ნგრევა. ხშირად ამ შედეგამდე მივყავართ სამშენებლო მიზნით პლაჟიდან ნატანის არაგეგმაზომიერ გატანას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაპირის_ზონა“-დან