ფრიპორტი (ბაჰამის კუნძულები): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 63:
==გეოგრაფია==
ფრიპორტი სტრატეგიულ ადგილას, [[ფლორიდა|ფლორიდის]] საკურორტო ქალაქ [[პალმ-ბიჩი (ფლორიდა)|პალმ-ბიჩი]]ს სანაპიროდან ზუსტად 105 კილომეტრის დაშორებით, აღმოსავლეთ-დასავლეთი — ჩრდილოეთი-სამხრეთის მთავარ [[ფარვატერი|საზღვაო გზებზე]] მდებარეობს. ამ ყოველივემ გამოიწვია ფრიპორტის, როგორც საერთაშორისო ბიზნესის იდეალური ცენტრის საოცრად სწრაფი ზრდა. შესაბამისად, იზრდება იმ საერთაშორისო კომპანიათა რიცხვიც, რომლებიც თავიანთი ბიზნესისთვის ფრიპორტს იყენებენ.
 
===ეროვნული პარკები===
ქალაქში მდებარეობს რენდის ბუნების ცენტრი, რომელსაც სახელი მისი დამფუძნებლის — ჯეიმზ რენდის პატივსაცემად ეწოდა, სანაპიროდან 300 იარდის მოშორებით მდებარეობს მომცრო კუნძული პეტერსონს-კეი და ლუკაიანის [[ეროვნული პარკი]], რომელიც ფრიპორტის ყოფილმა არქიტექტორმა და დამგეგმარებელმა პიტერ ბარატმა დააფუძნა. ეროვნული პარკის ფართობი სულ რაღაც 40 აკრია (0,16 კმ²) და მოიცავს ხუთ ეკოლოგიურ ზონას, რომლებიც გადაჭიმულია ფიჭვნარის სამხრეთი სანაპიროდან. პარკის წყალქვეშა ნაწილში წარმოდგენილია მღვიმეთა სისტემა. ერთ-ერთ მღვიმეში ჩასვლა პარკიდან, კიბეების საშუალებითაა შესაძლებელი. სხვა მღვიმეებში დაშივებიან მხოლოდ სერტიფიცირებული მყვინთავები.