სფრაგისტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 27 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q379838
No edit summary
ხაზი 3:
'''სფრაგისტიკა''' ({{lang-la|σφραγις}} ბეჭდვა) , ანუ როგორც მას კიდევ უწოდებენ, '''სიგილოგრაფია''' ({{lang-la|sigillum}} ბეჭდვა) — [[ისტორია|ისტორიის]] დამხმარე დისციპლინაა, რომლის შესწავლის ობიექტს ბეჭდები და საბეჭდავები წარმოადგენენ.
 
საბეჭდავი ეწოდება სხვადასხვა მასალისაგან ([[ქვა]],[[ლითონი]],[[ძვალი]] და სხვა) გაკეთებულ შტამპს, ყალიბს, ხოლო ბეჭედი მის ანაბეჭდს, მიღებულს დაწნევით პლასტიკურ მასალაზე ([[თიხა]], [[ცვილი]], [[ლუქი]], [[ტყვია]], [[ვერცხლი]], [[ოქრო]] და სხვა), ან საღებავების საშუალებით [[ქაღალდი|ქაღალდზე]], [[ეტრატი|ეტრატზე]] და სხვა. ბეჭედი, როგორც საბუთის უტყუარობის ნიშანი, პირველად გაჩნდა ჯერ კიდევ [[ძვ. წ. IV ათასწლეული|ძვ. წ. IV ათასწლეულში]] აღმოსავლეთის ქვეყნებში ([[შუმერი]], [[ეგვიპტე]] და სხვა), სადაც ისინი მზადდებოდა მყარი ფერადი ქვებისაგან [[ცილინდრი|ცილინდრული]], [[ხოჭოები|ხოჭოს]] ფორმისა და ა.შ.
 
ფართო გამოყენება ჰქონდა ბეჭდებს ეგეოსის სამყაროში და უფრო გვიან — ანტიკურ [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[რომი|რომსა]] და [[ახლო აღმოსავლეთი|ახლო აღმოსავლეთში]]. [[შუა საუკუნეები]]ს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიასა]] და [[რუსეთი|რუსეთში]] გავრცელებული იყო ე. წ. შეკიდული ბეჭდები. ეს ბეჭდები მიმაგრებული იყო საბუთთან ზონრით. ზოგან ([[ვატიკანი]]) შეკიდული ბეჭდები [[XX საუკუნე]]მდე შემორჩა.
 
სფრაგისტიკა, როგორც მეცნიერება, პირველ ხანებში ჩამოყალიბდა როგორც [[დიპლომატიკა|დიპლომატიკის]] ნაწილი ([[XVIII საუკუნე]]), მისი მიზანი იყო დოკუმენტების დათარიღებისა და სინამდვილის დადგენა მათზე დასმული ბეჭდების მიხედვით.
 
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ბოლოდან, მას შემდეგ, რაც დაგროვდა მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა, სფრაგისტიკის განვითარებაში დაიწყო ახალი ეტაპი, ამ დროიდან სფრაგისტიკა შეისწავლის ძველი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიას, სახელმწიფო აპარატის ცვლილებებს საბეჭდავების ქრონოლოგიური კლასიფიკაციის საფუძველზე. სფრაგისტიკის განვითარებაში დიდი დამსახურება მიუძღვით ფრანგ მეცნიერს გ. შლუმბერჟეს და რუს [[ნიკოლაი ლიხაჩოვი|ნიკოლაი ლიხაჩოვს]].
 
სფრაგისტიკული მასალა მნიშვნელოვანი წყაროა, გამოყენებითი ხელოვნების, [[ჰერალდიკა|ჰერალდიკის]], [[ნუმიზმატიკა|ნუმიზმატიკის]], [[ეპიგრაფიკა|ეპიგრაფიკის]], [[გლიპტიკა|გლიპტიკის]], [[ონომასტიკა|ონომასტიკისა]] და ძველი არქივების შედგენილობის შასასწავლად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სფრაგისტიკა“-დან