პერიკლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
31.146.38.16-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Addbot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 5:
 
== პერიკლეს ხანა ==
პერიკლეს სეხელთანსახელთან არის დაკავშირებული მრავალი რეფორმა, რომლებმაც ხელი შეუწყო ათენის სახელმწიფოს წყობილების [[დემოკრატია|დემოკრატიზაციას]]. გააუქმა ქონებრივი ცენზი სახელმწიფო სამსახურისთვის, დააწესა ჯამაგირი (დიეტა) და ამით [[სახელმწიფო]] მართვა-გამგეობაში უღარიბესი ფენებიც ჩააბა. გააფართოვა სახელმწიფო [[კრება|კრების]] ([[ეკლესია]]) უმაღლესი [[კანონი|საკანონმდებლო]] უფლებანი. მანამდე არსებული ღია ხმის მიცემის (ქეიროტინია) გვერდით საარჩევნო ფორმად შემოიღო კენჭისყრა. [[თეატრი|თეატრალურ]] სანახაობებზე დასასწრებად ღარიბთათვის დააწესა სახელმწიფო ხაზინიდან ფულის გაცემა (თეორიკონი). სანახაობებისა და მისტერიების ხარჯები დააკისრა მდიდარ მოქალაქეებს (ლიტურგია). უმიწაწყლო გლეხობას ასახლებდა საგანგებოდ გამოყოფილ მიწებზე (კლერუქია). პერიკლეს დროის ათენს უწოდებდენ „საბერძნეთს საბერძნეთში“. ამ ეპოქაში მოღვაწეობდნენ [[ფიდია]], [[კალიკრატე]], [[იქტინე]], [[სოფოკლე]] და სხვა. ხელახლა აშენდა [[აკროპოლისი]], [[პროპილეთი]], [[პართენონი]], [[ედეანი]]. აშენდა ნავსადგურები [[პირეოსი]] და [[ფალერონი]]. [[ათენი]] და პირეოსი მთლიანად გაერთიანდა. პერიკლეს უკანასკნელი სიტყვები იყო:„არც ერთ ათენელს ჩემი მიზეზით სამგლოვიარო თალხი არ ჩაუცვამსო“. პერიკლეს მართველობა „ოქროს საუკუნის“ სახელით შევიდა [[ისტორია]]ში. [[კარლ მარქსი]]ს თქმით საბერძნეთის უმაღლესი აყვავება ემთხვევა პერიკლეს ეპოქას.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პერიკლე“-დან