ატლანტის ოკეანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 175 interwiki links, now provided by Wikidata on d:q97 (translate me)
clean up, replaced: ატლანტიკის → ატლანტის (2) using AWB
ხაზი 3:
'''ატლანტის ოკეანე''' [[დედამიწა|დედამიწის]] სიდიდით მეორე წყლის აუზია და მისი ზედაპირის ერთ-მეხუთედს ფარავს. ოკეანის სახელი წარმოშობით [[ბერძნული მითოლოგია|ბერძნული მითოლოგიიდან]] არის და „ატლასის ზღვას“ ნიშნავს.
 
ოკეანეს წაგრძელებული ლათინური S-ის მაგვარი ფორმა აქვს, ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით არის გადაჭიმული და ეკვატორიული ურთიერთსაპირისპირო დინებით 8° ჩრდილოეთის გრძედთან იყოფა ჩრდილო და სამხრეთ ატლანტიკებად. დასავლეთით ესაზღვრება ამერიკის კონტინენტებს, ხოლო აღმოსავლეთით — ევროპასა და აფრიკას. [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეს]] უკავშირდება [[არქტიკის ოკეანე|არქტიკის ოკეანით]] ჩრდილოეთში და [[დრეიკის სრუტე|დრეიკის სრუტით]] სამხრეთში. ეს ორი ოკეანე ხელოვნურად ასევე დაკავშირებულია [[პანამის არხი]]თ. აღმოსავლეთით ატლანტიკისაატლანტისა და [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის ოკეანის]] გამყოფია 20° აღმოსავლეთის მერიდიანი, რომელიც აგულას კონცხიდან სამხრეთით ანტარქტიკისკენ მიერმართება. ატლანტიკას არქტიკის ოკეანისგან ჰყოფს ხაზები [[გრენლანდია]]სა და ჩრდილოდასავლეთ [[ისლანდია]]ს შორის, ჩრდილოაღმოსავლეთ ისლანდიასა და [[შპიცბერგენი]]ს უკიდურეს სამხრეთ წერტილებს შორის და შემდეგ ჩრდილოეთის კონცხსა და ჩრდილოეთ [[ნორვეგია]]ს შორის.
 
ფარავს დედამიწის ზედაპრის დაახ. 20% ატლანტის ოკეანე სიდიდით ჩამორჩება წყნარ ოკეანეს. მიმდებარე ზღვების ჩათვლით მისი ფართობია 106.400.000 კვ. კმ; ზღვების გამოკლებით — 82.400.000 კვ. კმ. ხმელეთის ფართობი, რომლის მდენარეები ატლანტიკაში ჩაედინება ოთხჯერ აღემატება წყნარი და ინდოეთის ოკეანეებისას. ოკეანის მოცულობა ზღვებითურთ არის 354.700.000 კუბ. კმ., ზღვების გამოკლებით - 323.600.000 კუბ. კმ.
 
ატლანტის საშუალო სიღრმე ზღვებითურთ 3.332 მეტრია; ზღვების გარეშე — 3.926 მ. ყველაზე ღრმა 8.605 მეტრით პუერტო რიკოს ღრმულია. ატლანტიკისატლანტის სიგანე მერყეობს 2.848 კმ-ით [[ბრაზილია]]სა და [[ლიბერია]]ს შორის 4.830 კმ-მდე [[აშშ]]-სა და ჩრდილოეთ [[აფრიკა]]ს შორის.
 
ატლანტის ოკეანეს უსწორმასწორო სანაპირო აქვს უამრავი ყურით, უბითა და ზღვით. მათ შორისაა [[კარიბის ზღვა]], [[მექსიკის ყურე]], [[წმინდა ლავრენტი (ყურე)|წმინდა ლავრენტის ყურე]], [[ხმელთაშუა ზღვა]], [[შავი ზღვა]], [[ჩრდილოეთის ზღვა]], [[ლაბრადორის ზღვა]], [[ბალტიის ზღვა]], [[ნორვეგიის ზღვა]], [[გრენლანდიის ზღვა]] და ა.შ. ოკეანის კუნძულებია: ფაროს კუნძულები, [[გრენლანდია]], [[ისლანდია]], როკალი, [[დიდი ბრიტანეთი (კუნძული)|დიდი ბრიტანეთი]], [[ირლანდია (კუნძული)|ირლანდია]], [[ფერნანდუ-დი-ნორონია]], [[აზორის კუნძულები]], [[მადეირა]], [[კანარის კუნძულები]], [[კაბო-ვერდე]]ს კუნძულები, [[სან-ტომე და პრინსიპი]]ს კუნძულები, [[ნიუფაუნდლენდი]], [[ბერმუდის კუნძულები]], [[კარიბის კუნძულები]], [[წმინდა ელენეს კუნძული]], [[ტრინიდადი და ტობაგო]], [[ტრისტან და კუნია (კუნძული)|ტრისტან და კუნია]], [[ფოლკლენდის კუნძულები]],[[სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები|სამხრეთ ჯორჯიის კუნძული]] და სხვა.