ლა-მანშის სრუტე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 2 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q34640
No edit summary
ხაზი 6:
 
== სრუტის ფორმაცია ==
გამყინვარების ბოლო პერიოდის დასრულებამდე, დაახ. 10.000 წლის წინ, [[ბრიტანეთის კუნძულები]] [[ევროპა|ევროპის]] კონტინენტურ ნაწილს უერთდებოდა. ამ პერიოდში [[ჩრდილოეთის ზღვა]] და თითქმის მთელი [[ბრიტანეთის კუნძულები]] ყინულით[[ყინული]]თ იყო დაფარული. ზღვის დონე დაახ. 120 მეტრით დაბალი იყო და "სრუტე" ვრცელ დაბლობ ტუნდრას წარმოადგენდა. ამ გავაკებაზე წარმოქმნილ ხეობაში გადიოდა მდინარე, რომელშიც იღვრებოდა მდინარეები [[რაინი]] და [[თემზა]], და მიედინებოდა ატლანტის ოკეანისკენ დასავლეთით. ყინულის საფარის დნობამ წარმოქმნა ვრცელი მტკნარი წყლის ტბა ჩრდილოეთის ზღვის სამხრეთ ნაწილში. ვინაიდან მდნარ წყალს ჩრდილოეთით გასაქანი არ ჰქონდა (ჩრდილოეთის ზღვის ჩრდილო ნაწილი კვლავაც გაყინული იყო) მან გზა სრუტით გაიკვალა, სადაც ატლანტის ოკეანეს შეუერთდა [[დოვერი]]სა და [[კალე]]ს რეგიონში.
 
დაახ. ძვ.წ. 6500 წელს კატასტროფულმა ეროზიამ წალეკა ცარციანი ნიადაგი, შექმნა რა ლა-მანშის სრუტე, რომელიც მას შემდეგ დღითიდღე ფართოვებოდა ტალღების მიერ ცარცოვანი კლდეების ჩამორეცხვის შედეგად. იგივე მექანიზმი მოქმედებს სრუტის ნაპირებზე მის ორივე მხარეს დღესაც.