სტრომბოლი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(Bot: 52 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q131148)
}}
 
'''სტრომბოლი''' ([[სიცილიური ენა|სიც]].''Stròmbuli'') — პატარა [[კუნძული]] [[ტირენიის ზღვა]]ში, [[სიცილია|სიცილიის]] ჩრდილოეთ სანაპიროსთან. შედის [[ლიპარიის კუნძულები|ლიპარიის კუნძულთა]] ჯგუფში. კუნძულზე მდებარეობს [[იტალია|იტალიის]] ყველაზე აქტიური [[ვულკანი]]. სახელი მომდინარეობს ბერძნული სიტყვა ''Strongulē''-დან, რაც ამობურცულს ნიშნავს. სწორედ ასე უწოდეს კუნძულს ძველმა ბერძნებმა. სტრომბოლის [[მოსახლეობა]] 400 - 800 ადამიანს შეადგენს.
 
კუნძულზე მდებარე ვულკანი მრავალჯერ ამოვრქვეულა, ხოლო ვულკანური აქტივობები და მცირე ამოფრქვევები გამუდმებით მიმდინარეობს, რისი ხილვაც კუნძულის მრავალი ადგილიდან და ზღვიდანაა შესაძლებელი. სწორედ ამიტო, სტრომბოლს „''ხმელთაშუა ზღვის სინათლის სახლს''" უწოდებენ. ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ამოფრქვევა მოხდა [[2009]] წლის [[13 აპრილი|13 აპრილს]]. მდებარეობს ზღვის დონიდან 926 მეტრზე. მოიცავს სამ აქტიურ მწვერვალს.