ტელეფონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ტალეკომუნიკაცია
92.51.64.78-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Addbot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 7:
 
ტელეფონის აპარატი, [[სატელეფონო კავშირგაბმულობა|სატელეფონო კავშირგაბმულობის]] სისტემის მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ხმოვანი ინფორმაციის გადაცემა და მიღება. ტელეფონის აპარატი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაფან: ''საკომუტაციო-გამოსაძახებელი'' (გამოძახების მისაღები, სხვა აპარატებთან შეასერთებელი და გამოსათიში) და ''სალაპარაკო'', რომელიც უზრუნველყოფს მეტყველების მიღებასა და გადაცემას. ტელეფონის აპარატის საკომუტაციო-გამოსაძახებელი მოწყობილობის აგების პრინციპი განისაზღვრება მომსახურე [[ტელეფონის სადგური]]ს (ხელის ტელეფონის სადგური ან ავტომატური ტელეფონის სადგურის — ატს) ტიპის მიხედვით. ატს-ის ტელეფონის აპარატის სტრუქტურული სქემა შეიცავს გამოსაძახებელ და სალაპარაკო მოწყობილობას, ბერკეტულ გადამრთველსა და ნომერამკრეფს. ტელეფონის აპარატის ყურმილში მოთავსებულია მიკროფონი და ელექტრომაგნიტური ტელეფონი. ტელეფონის აპარატის ტრანსფორმატორი განაცალკევებს მიკროფონის კვების წრედს ტელეფონის ცვლადი დენის წრედისაგან და ბალანსური კონტურის საშუალებით მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთარი ლაპარაკის სმენადობას. გამოსაძახებელი მოწყობილობაა ცვლადი დენის პოლარიზებული ზარი, რომელიც შეერთებულია ხაზთან, როდესაც ყურმილი დევს ბერკეტულ გადამრთველზე. ნომერამკრეფი იმპულსური კონტაქტებით თიშავს და აერთებს ტელეფონის აპარატში გამავალ დენის წრედს და ხაზში წარმოქმნის აკრეფილი ციფრის შესაბამისი რაოდენობის დენის იმპულსებს. აბონენტის დროის ეკონომიის მიზნით ფართოდ ინერგება ღილაკებიანი ნომერამკრეფი — ტასტატურიანი ტელეფონის აპარატი. ტელეფონის აპარატის განსაკუთრებული სახეობებია ტაქსოფონი, ხმამაღლამოლაპარაკე ტელეფონის აპარატი, [[რადიოსატელეფონო კავშირი]]სათვის გამოყენებული მიკროსატელეფონო გარნიტური, [[ვიდეოტელეფონი]] და სხვა.
{{ესკიზი}}
{{ესკიზი}}ტელეფონის გამოგონების შემდეგ ადამიანები დაშიფტული შეტყობინებების გაგზავნის ნაცვლად,ერთმანეთს უკვე რეალურად ესაუბრებოდნენ.ბგერა მავთულების გავლით ელექტრონული სიგნალების სახით იგზავნებოდა.ინფორმაციის გადატანა რადიოტალღებსაც შეულია,რომელიც წრფივად ვრცელდება. მობილური ტელეფონები ადამიანებს კავშირურთიერთობების დამყარებაში ეხმარება.მათი საშუალებით ნებისმიერი ადგილიდან არა მხოლოდ საუბარი,არამედ ერთმანეთის დანახვა და ინტერნეტთან დაკავშირებაც შეილება.მობილური ტელეფონები დღითიღე უმჯობესდება და კავშირიც ჩქარდება.
 
 
[[კატეგორია:ტელეკომუნიკაცია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტელეფონი“-დან