ოდესა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q1874
No edit summary
ხაზი 46:
}}
 
'''ოდესა''' (უკრ.: Одеса, Odesa; რუს.: Одесса) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ [[უკრაინა|უკრაინაში]], უმნიშვნელოვანესი პორტი [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]] და ოდესის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა [[2004]] წლის მონაცემებით იყო 1.012.500 ადამიანი.
 
ოდესა [[1819]]-[[1858]] წლებში თავისუფალი პორტი (პორტო ფრანკო) იყო. საბჭოთა პერიოდში სსრკ-ის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პორტი და სამხედრო სანაოსნო ბაზა გახდა. [[2000]] წლის [[1 იანვარი|1 იანვარს]] ოდესის სავაჭრო პორტის კარანტინის მისადგომი თავისუფალ პორტად და თავისუფალ სავაჭრო ზონად გამოცხადდა 25 წლის ვადით.
 
ოდესა თბილ წყალზე მდებარეობს, თუმცა მისი სამხედრო მნიშვნელობა საკმაოდ შეზღუდულია. [[თურქეთი|თურქეთის]] მიერ [[დარდანელის სრუტე|დარდანელის სრუტესა]] და [[ბოსფორი|ბოსფორზე]] კონტროლის დაწესებამ [[ნატო (ორგანიზაცია)|ნატოს]] შესაძლებლობა მისცა ოდესიდან [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვაზე]] მიმოსვლა შეეზღუდა. ქალაქს ორი მნიშვნელოვანი პორტი აქვს: თავად ოდესა და ''იუჟნი'' (საერთაშორისო მნიშვნელობის ნავთობ ტერმინალი), რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პორტი, ''ილიჩევსკი'', იმავე ობლასტში მდებარეობს, ოდესის სამხრეთ-დასავლეთით. ერთობლიობაში ეს სამი პორტი და სარკინიგზო სისტემა მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. ოდესის ნავთობ და ქიმიურ-გადამმუშავებელი ქარხნები რუსეთისა და ევროპის ქსელებთან სტრატეგიული მნიშვნელობის სადენებით არის დაკავშირებული.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოდესა“-დან