ლუვიელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=ლაბაძე ბექა97|2=2013 წლის 19 აპრილი}}
'''ლუვიელები''' — [[ინდოევროპული ტომები]], ცხოვრობდნენ [[ძვ. წ. II ათასწლეული|ძვ. წ. II ათასწლეულში]] [[მცირე აზია|მცირე აზიის]] ([[ანატოლია|ანატოლიის]]) სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთში, რაც დასტურდება [[ხეთური ენა|ხეთური]] [[ლურსმული დამწერლობა|ლურსმული]] წყაროების მონაცემებითა და თვით [[ლუვიური ენა|ლუვიურ ენაზე]] შედგენილი ლურსმული ტექსტებით (რომლებიც [[ბოღაზქოის არქივი|ბოღაზქოის არქივმა]] შემოინახა). ლაპარაკობდნენ ლუვიურ ენაზე, რომელიც [[ხეთური ენა|ხეთურ]] და [[ფალაური ენა|ფალაურ]] ენებთან ერთად განეკუთვნება ინდოევროპულ-ანატოლიურ ენათა ჯგუფს. ლუვიელების შექმნილი უნდა იყოს „ხეთური იეროგლიფური“ დამწერლობა. ლუვიურისა და ლიკიური ენების ახლო ნათესაობის გამო ლუვიელებს მიიჩნევენ ლიკიელთა წინაპრებად. ლუვიელები მისდევდნენ მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას, ხელოსნობას. ლუვიურ საზოგადოებაში ადრევე გაჩნდა სოციალური დიფერენციაცია. ლუვიურ პანთეონს ქმნიდნენ: ამინდის ღვთაება თარხუნთი, მთვარის — არმა, ღვთაებები დათა, სანთა და სხვა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუვიელები“-დან