მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
|სქოლიო=
}}
'''სალვადორი''' ({{lang-es|''República de El Salvador''}}) — სახელმწიფო [[ცენტრალური ამერიკა|ცენტრალურ ამერიკაში]]; ყველაზე პატარა და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა რეგიონში. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია [[სან-სალვადორი]]. ქვეყნისა და ცენტრალური ამერიკის მასშტაბით ასევე მნიშვნელოვანი კულტურული და კომერციული ქალაქებია [[სანტა-ანა (სალვადორი)|სანტა-ანა]] და [[სან-მიგელი (სალვადორი)|სან-მიგელი]]. სალვადორს სამხრეთით ესაზღვრება [[წყნარი ოკეანე]], დასავლეთით — [[გვატემალა]], ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით — [[ჰონდურასი]]. უკიდურესი აღმოსავლეთი რეგიონი მდებარეობს [[ფონსეკის ყურე|ფონსეკის ყურის]] სანაპიროზე, [[ნიკარაგუა|ნიკარაგუის]] მოპირდაპირე მხარეს. [[2009]] წლის მონაცემებით, სალვადორის მოსახლეობა დაახლოებით 5 744 113 ადამიანს შეადგენს, რომლის უდიდესი ნაწილიც [[მეტისები]] არიან.<ref name="UNdata"/>
 
1892–2001[[1892]]–[[2001]] წლებში სალვადორის ეროვნული ვალუტა იყო [[სალვადორული კოლონი|კოლონი]], სანამ მას [[ამერიკული დოლარი]] ჩაანაცვლებდა.
 
[[ფაილი:El salvador map KA.png|მინი|250პქ|მარცხნივ]]
 
[[2010]] წელს, სალვადორი [[ლათინური ამერიკა|ლათინური ამერიკის]] ათი მოწინავე ქვეყნის რიცხვში შედიოდა [[ადამიანის განვითარების ინდექსი]]ს თვალსაზრისით, ცენტრალური ამერიკის რეგიონში კი სამეულში. ეს ფაქტი ძირითადად განპირობებულია მიმდინარე სწრაფი ინდუსტრიალიზაციით. 1992–2010 წლებში სალვადორის ტერიტორიის დაახლოებით 20% დაფარული იყო [[ტროპიკული ტყეები|ტროპიკული]] და შერეული ტყეებით და მიეკუთვნებოდა იმ რამდენიმე ქვეყნის რიცხვს, რომლებიც [[წვიმის ტყეები]]თაა დაფარული.<ref>[http://news.nationalgeographic.com/news/2006/11/061113-forests_2.html World's Forests Rebounding, Study Suggests]. News.nationalgeographic.com (2010-10-28). Retrieved on 2012-07-28.</ref>
 
==ადმინისტრაციული დაყოფა==