მთვარის ცისარტყელა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
'''მთვარის ცისარტყელა''' ან '''ღამის ცისარტყელა''' — იშვიათი ატმოსფერული [[ოპტიკა|ოპტიკური]] მოვლენა. ღამის ცისარტყელა ჩვეულებრივი ცისარტყელისგან განსხვავებით არა მზისგან, არამედ მთვარისგანაა გამოწვეული. ამ მოვლენის შესახებ ჯერ კიდევ ანტიკური საბერძნეთის ფილოსოფოსი [[არისტოტელე]] წერდა თავის ნაშრომ „მეტეოროლოგიკა“-ში.
 
მთვარის ცისარტყელა დღის ცისარტყელისგან განსხვავებით, ჩვეულებრივ თეთრად გვეჩვენება<ref>{{cite web
| last=Walklet | first=Keith S. | year=2006
| url=http://www.anseladams.com/content/newsletter/lunar_rainbow.html
| title=Lunar Rainbows&nbsp;– When to View and How to Photograph a "Moonbow"
| publisher=The Ansel Adams Gallery
| accessdate=2007-07-09 |archiveurl = http://web.archive.org/web/20070624175822/http://www.anseladams.com/content/newsletter/lunar_rainbow.html <!-- Bot retrieved archive --> |archivedate = 2007-06-24}}</ref>, თუმცა სინამდვილეში ისიც ფერადია. ამიზ მიზეზი ის არის, რომ ღამით მთვარის სინათლე ძალიან სუსტია თვალის ფოტორეცეპტორების ასაღგზნებად და ადამიანისთვის რთულია მთვარის ცისარტყელის ფერების გარჩევა. ასევე, მთვარის ცისარტყელა გაცილებით უფრო მქრთალია, ვიდრე დღის, რადგანაც [[მთვარე]] უფრო ნაკლებ სინათლეს გამოსცემს, ვიდრე [[მზე]].
 
ყველაზე კაშკაშა ღამის ცისარტყელის დანახვა შესაძლებელია სავსე მთვარის ან სავსე მთვარესთან მიახლოვებული ფაზის დროს. ასეთი ცისარტყელა ჩნდება ბნელ ცაზე, როდესაც მთვარე ცაზე არც თუ ისე ზემოთაა. ამის გარდა აუცილებელია, რომ მთვარის სინათლე წყლის წვეთებისგან ირეკლებოდეს (ჩვეულებრივ [[წვიმა|წვიმის]] ან [[ჩანჩქერი]]ს).