ჯაყელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 16:
XIII-[[XVII საუკუნე]]ებში ჯაყელები ქორწინების გზით უნათესავდებოდნენ საქართველოს მეფეებსა და თავადებს, [[ტრაპიზონის იმპერატორთა სია|ტრაპიზონის იმპერატორებს]]. გამოდიოდნენ [[ტრაპიზონის იმპერია]]ში ქართული ორიენტაციის აქტიურ გამტარებლებად.
 
საქართველოს ფეოდალურ მონარქიაში (XI-XIII სს.) ჯაყელების საგვარეულოს წარმომადგენლები მეწინავე სადროშოს - ზემო ქართლის ანუ [[მესხეთი]]ს ლაშქარს სარდლობდნენ. XI-[[XII საუკუნე]]ებში ჯაყელების სარდლობით მესხებმა არა ერთი გმირული ბრძოლა გაუმართეს [[თურქები|თურქებს]], XIII საუკუნეში - [[მონღოლები|მონღოლებს]], XV-XVII საუკუნეებში - ირანელ და ოსმალ დამპყრობლებს. მაგრამ ამავე დროს, სამცხის სამთავროდ გამოყოფის შემდეგ, განსაკუთრებით XV-[[XVI საუკუნე]]ებში ჯაყელები ატარებდნენ სეპარატისტულ კურსს საქართველოს მეფის მიმართ. XV-[[XVI საუკუნეებშისაუკუნე]]ებში ჯაყელებსა და საქარტველოს[[საქართველო]]ს მეფეს შორის წინააღმდეგობა აშკარა ბრძოლაში გადაიზარდა. ეს ბრძოლა კიდევ უფრო გაამწვავა საგარეო ვითარების გართულებამ და ამიერკავკასიის ასპარეზზე ირან-ოსმალეთის გამოჩენამ. თავიანთი სეპარატისტული მიზნების მისაღწევად იმხანად ჯაყელები ხშირად უკავშირდებოდნენ ირანელ და ოსმალ დამპყრობლებს და ამით ძირს უთხრიდნენ საქართველოს ერთიანობა-დამოუკიდებლობას.
 
XV-[[XVI საუკუნე]]ებში ჯაყელები [[ქართლი]]ს საპატრიარქოსაგან სამცხე-საათაბაგოს ეკლესიის გამოყოფას და მის სათავეში მაწყვერელის ჩაყენებასაც ცდილობდნენ. ეს საეკლესიო ბრძოლა ქართლის კათალიკოსის გამარჯვებით დამთავრდა.
 
ჯაყელები ასევე აწარმოებდნენ სამამულე ბრძოლას სამხრეთ საქართველოს სხვა დიდ ფეოდალურ სახლებთან - [[ჩორჩანელები|ჩორჩანელებთან]], [[თმოგველები|თმოგველებთან]], [[მხარგრძელები|მხარგრძელებთან]], [[თორელები|თორელებთან]], [[ღობიარები|ღობიარებთან]], [[ორბელები|ორბელებთან]], [[ფანასკერტელები|ფანასკერტელებთან]], [[ბოცოსძეები|ბოცოსძეებთან]], [[ხურსიძეები|ხურსიძეებთან]] და სხვა. ამ ბრძოლაში ჯაყელებმა გაიმარჯვეს. დამარცხებული ფეოდალები მათ ან განდევნეს [[სამცხე-საათაბაგო]]დან ან თავიანთ ყმა-ვასალებად აქციეს. სამცხე-საათაბაგოს თავადების XVI საუკუნის ნუსხაში იხსენიება 22 თავადი, რომელთაგან 14 დამკვიდრებულია სხვა, ადრინდელი ფეოდალის მამულში. გადაშენებულ ფეოდალურ საგვარეულოებს შორის ჩანან ძველი ჯაყელებიც - ბოცოსძენი. [[1576]]-[[1578]] წლებში სამცხე-საათაბაგოში მწვავე შინაომი გაჩაღდა ჯაყელებსა და მათ წინააღმდეგ აჯანყებულ ფეოდალებს შორის ([[შალიკაშვილები]], [[დიასამიძეები]], [[ამატაკისშვილები]] და სხვა). ამ შინაომმა გზა გაუწმინდა კარზე მომდგარ ოსმალ დამპყრობლებს, რომლებმაც [[1578]]-[[1581]] წლებში ხელთ იგდეს [[სამცხე-ჯავახეთი]]ს უმთავესი ციხეები.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯაყელები“-დან