ჯაყელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10:
[[1334]] წელს [[გიორგი V ბრწყინვალე]]მ ათაბაგობა უწყალობა თავის ბიძას, [[სარგის II]] ჯაყელს (ბექას ვაჟს). ამიერიდან სამცხის სამთავროს დაუმკვიდრდა სახელი „სამცხე-საათაბაგო“, ხოლო სამცხის მთავარს - „სამცხის ათაბაგი“.
 
ძველი ჯაყელების მტავარიმთავარი რეზიდენცია იყო [[ჯაყის ციხე]], საგვარეულო მონასტერი - ალის წმინდა გიორგი ეკლესია (ფოცხოვის ხეობაში); ახალი ჯაყელების (ციხისჯვარელ-ჯაყელების) მთავარი რეზიდენცია XII-[[XIII საუკუნე]]ში იყო [[ციხისჯვარი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)|ციხისჯვარი]] (სამცხეში), ხოლო [[XIV საუკუნე|XIV]]-[[XVIII საუკუნე]]ებში [[ახალციხე]]. ციხისჯვარელ-ჯაყელების მონასტრებად იქცა ყოფილი სამეფო, ხოლო შემდეგ საკათალიკოსო მონასტერი [[ვარძია]], ყოფილი სამეფო, ხოლო შემდეგ თმოგველთა მონასტერი [[ვაჰანი]], [[ზარზმის მონასტერი|ზარზმისა]] და [[საფარის მონასტერი|საფარის]] მონასტრები.
 
ჯაყელებმა თავიანთ სამთავროში საკანონმდებლო მუშაობა ჩაატარეს: [[ბექა I]] ([[1285]]-[[1306]] წწ.) და [[აღბუღა I]] (XIV ს. II ნახევარი) სჯულმდებლები იყვნენ.
 
XIII-[[XVII საუკუნე]]ებში ჯაყელები ქორწინების გზით უნათესავდებოდნენ საქართველოს მეფეებსა და თავადებს, [[ტრაპიზონის იმპერატორთა სია|ტრაპიზონის იმპერატორებს]]. გამოდიოდნენ [[ტრაპიზონის იმპერია]]ში ქართული ორიენტაციის აქტიურ გამტარებლებად.
 
საქართველოს ფეოდალურ მონარქიაში (XI-XIII სს.) ჯაყელების საგვარეულოს წარმომადგენლები მეწინავე სადროშოს - ზემო ქართლის ანუ [[მესხეთი]]ს ლაშქარს სარდლობდნენ. XI-[[XII საუკუნე]]ებში ჯაყელების სარდლობით მესხებმა არა ერთი გმირული ბრძოლა გაუმართეს [[თურქები|თურქებს]], XIII საუკუნეში - [[მონღოლები|მონღოლებს]], XV-XVII საუკუნეებში - ირანელ და ოსმალ დამპყრობლებს. მაგრამ ამავე დროს, სამცხის სამთავროდ გამოყოფის შემდეგ, განსაკუთრებით XV-[[XVI საუკუნე]]ებში ჯაყელები ატარებდნენ სეპარატისტულ კურსს საქართველოს მეფის მიმართ. XV-XVI საუკუნეებში ჯაყელებსა და საქარტველოს მეფეს შორის წინააღმდეგობა აშკარა ბრძოლაში გადაიზარდა. ეს ბრძოლა კიდევ უფრო გაამწვავა საგარეო ვითარების გართულებამ და ამიერკავკასიის ასპარეზზე ირან-ოსმალეთის გამოჩენამ. თავიანთი სეპარატისტული მიზნების მისაღწევად იმხანად ჯაყელები ხშირად უკავშირდებოდნენ ირანელ და ოსმალ დამპყრობლებს და ამით ძირს უთხრიდნენ საქართველოს ერთიანობა-დამოუკიდებლობას.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯაყელები“-დან