ჯაყელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
ციხიჯვარელ-ჯაყელები მარტო სამცხის ერისთავ-სპასალარები კი არ იყვნენ, XII საუკუნიდან სამეფო კარზე მათ სხვადასხვა სავაზირო ხელიც ეპყრათ.: [[მეჭურჭლეთუხუცესი|მეჭურჭლეთუხუცესობა]] ([[ყვარყვარე I]], [[სარგის I]]), [[მანდატურთუხუცესი|მანდატურთუხუცესობა]] ([[ბექა I]]), [[ათაბაგი|ათაბაგობა]] ([[1334]] წლიდან მოყოლებული), [[ამირსპასალარი|ამირსპასალარობა]] ([[აღბუღა I]]).
 
[[1266]] წელს სამცხის ერისთავმა [[სარგის I|სარგის ციხისჯვარელ-ჯაყელმა]] მონღოლთა ყაენისაგან ილხან [[აბაღა]]საგან [[ხასინჯუ]] მიიღო და სამცხე სამთავროდ იქცა. საფუძველი ჩაეყარა სამცხის პოლიტიკურ გამოყოფას [[საქართველო]]საგან, რაც საბოლოოდ [[XV საუკუნე]]ში დასრულდა. ჯაყელები სამცხის მთავრებად გადაიქცნენ. სარგის I-ის ძის ბექა I მანდატურთუხუცესის დროს სამცხის სამთავრო თითქმის მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოიცავდა [[ტაშისკარი]]დან კარნუ-ქალაქამდე (დღევანდელი [[ერზურუმი]]).
 
[[1334]] წელს [[გიორგი V ბრწყინვალე]]მ ათაბაგობა უწყალობა თავის ბიძას, [[სარგის II]] ჯაყელს (ბექას ვაჟს). ამიერიდან სამცხის სამთავროს დაუმკვიდრდა სახელი „სამცხე-საათაბაგო“, ხოლო სამცხის მთავარს - „სამცხის ათაბაგი“.
 
ძველი ჯაყელების მტავარი რეზიდენცია იყო [[ჯაყის ციხე]], საგვარეულო მონასტერი - ალის წმინდა გიორგი ეკლესია (ფოცხოვის ხეობაში); ახალი ჯაყელების (ციხისჯვარელ-ჯაყელების) მთავარი რეზიდენცია XII-[[XIII საუკუნე]]ში იყო [[ციხისჯვარი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)|ციხისჯვარი]] (სამცხეში), ხოლო [[XIV საუკუნე|XIV]]-[[XVIII საუკუნე]]ებში [[ახალციხე]]. ციხისჯვარელ-ჯაყელების მონასტრებად იქცა ყოფილი სამეფო, ხოლო შემდეგ საკათალიკოსო მონასტერი [[ვარძია]], ყოფილი სამეფო, ხოლო შემდეგ თმოგველთა მონასტერი [[ვაჰანი]], [[ზარზმის მონასტერი|ზარზმისა]] და [[საფარის მონასტერი|საფარის]] მონასტრები.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯაყელები“-დან