ჯაყელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Jaba1977|Jaba1977]]|2=2013 წლის 14 აპრილი}}
'''ჯაყელები''' — სამხრეთ [[საქართველო]]ს ([[სამცხე|სამცხის]]) წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო. [[XI საუკუნე|XI]]-[[XIII საუკუნე]]ებში, სამცხის მთავრები XIII-[[XVI საუკუნე]]ებში. გვარის სახელწოდება წარმოსდგება ჯაყისწყლის ხეობაში მდებარე [[ჯაყის ციხე|ჯაყის ციხიდან]]. ჯაყელების საგვარეულოს დამფუძნებელი ჩანს [[ჩორჩანელები]]ს წარმომადგენელი ბეშქენი (IX-X საუკუნეების მოღვაწის [[მირიან ბაჰლაუნდი]]ს შუათანა ვაჟი). ბეშქენის შთამომავლობამ მიიღო მეფისაგან სამამულედ ჯაყისწყლის, [[ფოცხოვისწყალი|ფოცხოვისა]] და [[ურაველი (მდინარე)|ურავლის]] ხეობები. პირველ ჯაყელად წყაროებში იხსენიება (XI საუკუნის შუა წლები) თუხარისის ერისთავი ბეშქენი, ხოლო შემდეგ - ყველის ერისთავი მურვანი (ალბათ ბეშქენის შვილი). აგარის მონასტრის სატრაპეზოს წარწერაში როგორც ბეშქენი, ისე მურვანი იხსენიებიან ერისთავტერისთავებადერისთავთერისთავებად. XI-XII საუკუნეებში ჯაყელებმა რამდენჯერმე მიიღეს მონაწილეობა მეფის საწინააღმდეგო ფეოდალურ ამბოხებაში: XI საუკუნის 50-იან წლებში [[ბეშქენ I ჯაყელი|ბეშქენ ჯაყელი]] მიემხრო ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ მებრძოლ [[ლიპარიტ IV|ლიპარიტ ბაღვაშს]]. 1178 წელს [[მემნა ჯაყელი|მემნა ჯაყელმა]] მონაწილეობა მიიღო გიორგი III-ის წინააღმდეგ დემნა უფლისწულისა და ორბელების აჯანყებაში. XII საუკუნის 80-იან წლებში სამცხის ერისთავი და სპასალარი [[ბოცო ჯაყელი]] მიემხრო ტახტის მაძიებელ გიორგი რუსს, რისთVისაც მას ტამარ მეფემ ჩამოართვა სამცხის ერისთავ-სპასალარობა და [[ჯაყის ციხე]] და გადასცა ივანე-ყვარყვარე ციხისჯვარელს. ასე წარმოიქმნა ახალი ჯაყელების, ანუ ციხისჯვარელ-ჯაყელების ფეოდალური საგვარეულო. ძველი ჯაყელები კი ამიერიდან [[ბოცოსძეები|ბოცოსძეებად]] იწოდებოდნენ.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯაყელები“-დან