ბეშქენ I ჯაყელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
No edit summary
ხაზი 1:
'''ბეშქენ I ჯაყელი''', სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალი XI საუკუნის შუა წლებში. წყაროებში მოხსენებული პირველი [[ჯაყელები|ჯაყელი]]. [[თუხარისი|თუხარისის]] (ციხე-ქალაქი ტაოში) ერისთავი, [[ჯაყის ციხე|ჯაყის]] (ციხე სამცხეში) მემამულე. სავარაუდოა, რომ მასვე ეკუთვნოდა სამცხის უძველესი ადმინისტრაციული ცენტრი - ციხე-ქალაქი [[ოძრხე]].
 
ჯაყელმა [[ფარსმან თმოგველი|ფარსმან თმოგველთან]] ერთად მხარი დაუჭირა [[ლიპარიტ IV]] ბაღვაშს საქართველოს მეფის [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV-ის]] (1027-1072) წინააღმდეგ ბრძოლაში. სამცხის მეორე დიდმა ფეოდალმა [[სულა კალმახის ერისთავი|სულა კალმახის ერისთავმა]] კი (სამხრეთ საქართველოს სხვა ფეოდალებთან ერთად) მეფეს უერთგულა და შეპყრობილი ლიპარიტი მიჰგვარა. ჯილდოდ ბაგრატ IV-მ მას უწყალობა ოძრხე და [[ციხისჯვარი (ციხესიმაგრე)|ციხისჯვარი]]. ამის შემდეგ [[ციხისჯვარელები|ციხისჯვარელთა]] საგვარეულო ეცილება ჯაყელებს პირველობას სამცხეში. მიუხედავად ამისა, ჯაყელებმა, როგორც ჩანს, ამის შემდეგაც შეინარჩუნეს თავიანთი წარჩინებული მდგომარეობა და ჯაყის მფლობელობა XII საუკუნის 80-იან წლებამდე.
 
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|11|547|შოშიაშვილი ნ.}}
* '' შოშიაშვილი ნ.'', ქსე, ტ. 11, გვ, 547, თბ., 1987
 
{{DEFAULTSORT:ჯაყელი, ბეშქენ I}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბეშქენ_I_ჯაყელი“-დან