ჰომეროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
176.221.150.94-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Addbot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 3:
 
გადმოცემის თანახმად ჰომეროსი ბრმა იყო. დაბადების ადგილად რამდენიმე იონიის ქალაქს მიიჩნევენ, (საბერძნეთის შვიდი ქალაქი ეცილებოდა ერთმანეთს ჰომეროსის სამშობლოს საპატიო ტიტულს), თუმცა სხვაგვარად მისი ბიოგრაფიული მონაცემები თითქმის არ არსებობს. ზოგიერთი მკვლევარი ეჭვობს, რომ ჰომეროსი შესაძლოა ნამდვილი ადამიანი არ ყოფილიყო და რომ ეს სახელი შესაძლოა რამდენიმე ზეპირი პოეტისთვის მიეკუთვნებინათ, ტრადიციული ეპოსის გადმოცემისთვის. ასევე საკამათოა ილიადისა და ოდისეის ერთ პიროვნებაზე მიკუთვნება. სხვა ზემოთ აღნიშნულ პოემებს კი უფრო გვიანდელ პერიოდს მიაწერენ.
შვიდი ქალაქი იჩემებდა ძველ საბერძნეთში ჰომეროსის მშობლიური ქალაქის სახელს- სმირნა, როდოსი, კოლოფონი, სალამინი, ქიოსი, არგოსი, ათენი. მაგრამ ჩვენს დროში აზრი დაკარგა ამ დავამ: დღეს ჰომეროსი თანაბრად ეკუთვნის არა მხოლოდ ამ ძველ ქალაქებსა და სრულიად საბერძნეთს , არამედ მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს.
არც მისი ამქვეყნიური ცხოვრების დროა ზუსტად განსაზღვრული.სწავლულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ იგი ცხოვრობდა ძვ.წ. IX ან VIII საუკუნეში. ზოგის აზრით, იგი მომსწრე იყო ტროას ომისა (XII ს.), რომელიც ღვთივშთაგონებული ძალით აღწერა "ილიადაში". მაგრამ რომელ საუკუნეშიც არ უნდა ეცხოვრა ამ უსინათლო აედს, მისი პოემების ბედმა დაადასტურა, რომ იგი თანაბრად და სავსებით ეკუთვნის ყოველ ხანას კაცობრიობის ცხოვრებისას.ჭაბუკ ალექსანდრეს თან ჰქონდა ეს წიგნები შორეულ ლაშქრობაში და დღესაც, ტქნიკურ საოცრებათა საუკუნეში, ყოველი ასაკის კაცისთვის მოუწყინრად საკითხავია.
ორი გრანდიოზული პოემა, "ილიადა" და "ოდისეა", შთააგონა ჰომეროსს კალიოპემ-პოეზიის ეპიკურმა მუზამ. ჰომეროსის ეპოსი იმ ძველ დროში "საკითხავი წიგნი" არ ყოფილა. აედები ხალხმრავალი აუდიტორიის წინაშე მღეროდნენ პოემას. "ილიადა" და "ოდისეა" ეპოსია, ხოლო ამ ჟანრს თანამედროვე მწერლობაში რომანი შეესატყვისება.
 
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰომეროსი“-დან