შვიდმდინარეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Jaba1977|Jaba1977]]|2=2013 წლის 17 აპრილი}}
[[ფაილი:Семиреченская область 1900.svg|250px|მინიატიურა|შვიდმდინარეთის ოლქი]]
'''შვიდმდინარეთი''', ''ჯეთისუ'' — [[ყაზახეთი]]ს [[სამხრეთი|სამხრეთ]]-[[აღმოსავლეთი]] ნაწილი, მდებარეობს [[ბალხაშის ტბა|ბალხაშის]], [[სასიქოლის ტბა|სასიქოლისა]] და [[ალაქოლის ტბა|ალაქოლის ტბებს]], [[ჯუნღარის ალათაუ]]სა და [[ჩრდილოეთი]] [[ტიან-შანი]]ს ქედებს შორის. სახელი ეწოდა ამ რაიონის 7 დიდი მდინარის გამო: [[ილი (მდინარე)|ილი]], [[ყართალი]], [[ბიენი]], [[აქსუ (მდინარე)|აქსუ]], [[ლეფსა]], [[ბასქანი]] და [[სარყანდი]]. შვიდმდინარეთის ჩრდილო-[[დასავლეთი]]თ და [[ჩრდილოეთი]]ს ვაკე ნაწილში ქვიშიანი და მლაშობი [[უდაბნო]]ებია, სადაც მდინარეთა გასწვრივ მდელო-ტუგაის ლანდშაფტია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 2000 მ სიმაღლემდე ფართოფოთლოვანი ტყეებია, უფრო მაღლა – ნაძვნარი და ალპური მდელოები.
 
შვიდმდინარეთი [[ცენტრალური აზია|შუა აზიის]] ცივილიზაციის ერთ-ერთი კერა იყო. [[VI საუკუნე|VI საუკუნის]] შუა წლებში შვიდმდინარეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა [[თურქთა სახაკანო]]. [[X საუკუნე|X საუკუნის]] დასასრულს შვიდმდინარეთი [[ყარახანიდების სახელმწიფო]]ში შევიდა. [[XII საუკუნე|XII საუკუნის]] 30-იან წლებში [[ყარახატაელები]]ს სახელმწიფოს დაექვემდებარა. [[XIII საუკუნე]]ში დაიპყრეს თათარ-მონღოლებმა. [[XVI საუკუნე]]ში შვიდმდინარეთის ტერიტორიაზე აღმოცენდა [[ყაზახეთი]]ს [[უფროსი ჟუზი]]. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] შუა წლებში [[რუსეთი]]ს შემადგენლობაშია. [[1867]] წელს ჩამოყალიბდა შვიდმდინარეთის ოლქი, [[1924]]-[[1925]] წწ. [[ყირგიზეთი]]ს ([[ყაზახეთი]]) ასსრ-ში შევიდა, ნაწილი კი ყარაყირგიზეთის ([[ყირგიზეთი]]) აო-ს დაექვემდებარა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შვიდმდინარეთი“-დან