ქართული დამწერლობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 51 interwiki links, now provided by Wikidata on d:q161428 (translate me)
ხაზი 39:
{{მთავარი|ასომთავრული}}
[[ფაილი:Mtavruli m.jpg|120px|left|მთავრულ, საზედაო ასოებს აბზაცის თავში წერდნენ. სურათზე: მთავრული „[[მ]]“ გელათის სახარებიდან (XII ს)|thumb]]
ასომთავრული — უძველესია აღმოჩენილ ქართულ დამწერლობებს შორის. ხელნაწერები მოიპოვება ძვ. წ. I საუკუნიდან<ref>ნეკრესის წარწერები.</ref> და ითვლება, რომ ამ დრომდე ეს ერთად-ერთიერთადერთი ქართული დამწერლობა იყო. ასომთავრულით შესრულებული ადრეული ნიმუშებია [[დავათის სტელა]] ([[367]]), პალესტინის [[433]] წლის ბაკურისა და გრი-ორმიზიდის წარწერა, ბოლნისის სიონის [[493]]—[[494]] წლების სამშენებლო წარწერა, V—VI საუკუნეების ფალიმფესტური ხელნაწერები, [[ჯვარი (მცხეთა)|მცხეთის ჯვრის]] VI—VII საუკუნის წარწერები და სხვა. XI საუკუნემდე გვხვდება ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ასომთავრულითაა შესრულებული; შემდგომ საუკუნეებში კი ასომთავრულს იყენებდნენ ეპიგრაფული წარწერებისთვის, ასევე ხელნაწერებში სათაურებისა და საზედაო, მთავრული ასოების შესასრულებლად, რის გამოც დამწერლობის ამ სახეს უმკვიდრდება სახელწოდება „ასომთავრული“. მოხაზულობათა ფორმების მიხედვით მას „მრგლოვანიც“ ეწოდება. ითვლება, რომ თავიდან ასომთავრული ვითარდებოდა ბერძნულისა (ახალი აღთქმა) და არამეულის (ძველი აღთქმა) ზეგავლენით უპირატესად როგორც ქრისტიანული სარწმუნოების დამწერლობა — ტიპობრივად იგი უახლოვდება იმავე პერიოდში ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ სხვა დამწერლობებს — სომხურს, კოპტურს და სხვ.
 
ასომთავრულის გრაფიკული სისტემა მარტივი [[გეომეტრია|გეომეტრიული]] ელემენტების — [[წრე|წრისა]] და სწორი [[ხაზი]]სგან არის ნაწარმოები. ყველა ასო-ნიშანი ერთი სიმაღლისაა და მათი დაწერილობა რთული მოხაზულობისაა: ისინი ხელის რამდენიმე აღებით სრულდება. შემადგენელ ელემენტთა (ხაზები, [[წრე]]ები) ერთმანეთთან დაკავშირება ყოველთვის [[მართი კუთხე|მართი კუთხით]] ხდება. ერთადერთი გამონაკლისია ჯვარედინი ფორმის მქონე [[ჯ]]-ის აღმნიშვნელი ასო ნიშანი [[ფაილი:Asomtavruli dj.svg|20px]], რომელსაც ელენე მაჭავარიანი [[იესო ქრისტე]]ს მონოგრამად მიიჩნევს და რომელიც ქართულ ანბანში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელების შემდეგ დამკვიდრდა. ელენე მაჭავარიანის აზრით, [[ჯ]] ასო იესო ქრისტეს ინიციალების გადაკვეთის შედეგადაა მიღებული: