ჟან ბატისტ ტავერნიე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 9:
1630 წელს ტავერნიემ გადაწყვიტა ენახა[[ აღმოსავლეთი]], რისთვისაც სამ მისიონერთან ერთად გაცურა [[სტამბული]]სკენ. ის [[ერზურუმი]]სა და [[ბაქო]]ს გავლით ჩავიდა [[ისფაჰანი|ისფაჰანში]], საიდანაც [[ბაღდადი]]სა და [[ალეპო]]ს გამოვლით დაბრუნდა უკან პარიზში 1633 წელს. დაბრუნებისას, სავარაუდოდ, ტავერნიე შევიდა [[გასტონ ორლეანელი]]ს სამსახურში.
 
1638 წლის სექტემბერში ტავერნიე კვლავ გაემგზავრა აღმოსავლეთში. მიაღწია, რა [[სპარსეთი|სპარსეთს]], ის წავიდა კიდევ უფრო შორს [[ინდოეთი|ინდოეთში]], სადაც მან მოინახულა [[შაჰ-ჯაჰანი]]ს სასახლე [[აგრა]]ში და თავისი ალმასებით ცნობილი [[ჰოლკონდის სასულთნო]]. ტავერნიემ ადგილობრივი თავადებისგან შეიძინა ბრილიანტები შემდგომში ევროპაში გაყიდვის და მოგების მიზნით. სწორედ მან ჩამოიტანა [[ევროპა]]ში ცნობილი ფრანგული ცისფერი [[ბრილიანტი]], რომელიც დღეს ცნობილია [[ჰოუპასჰოუპის ალმასი]]ს სახელით.
 
მოგვიანებით, მან კიდევ ოთხჯერ იმოგზაურა ინდოეთში ბრილიანტების შეძენის მიზნით 1651—1668 წლებში; ამთგან, ყველაზე ცნობილია მეორე მოგზაურობა, რომლის დროსაც, მან მიაღწია კუნძულ [[იავა]]ს ნაპირებს, ხოლო ევროპაში დაბრუნდა [[კეთილი იმედის კონცხი]]ს გარს შემოვლით. ამ პერიოდში მისი სავაჭრო პარტნიორები ემსახურებოდნენ [[ჰოლანდია|ჰოლანდიელებს]].