ასურეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 73 interwiki links, now provided by Wikidata on d:q41137 (translate me)
No edit summary
ხაზი 3:
[[ფაილი:Map of Assyria.png|thumb|470px|პირველი იმპერიის – ასურეთის რუკა]]
{{ძველი მესოპოტამია}}
'''ასურეთი''' ({{lang-arc| ܐܬܘܪ}}; {{lang-he| אשור}}; {{lang-am| አሦር}}; {{lang-el| Ασσυρία}}) — ძველი სახელმწიფო დღევანდელი [[ერაყი]]ს ტერიტორიაზე. ჩამოყალიბდა [[ძვ. წ. II ათასწლეულისათასწლეული]]ს [[შუამდინარეთი]]ს ჩრდილოეთ ნაწილში და იარსება [[ძვ. წ. VII საუკუნე|ძვ. წ. VII საუკუნის]] ბოლომდე. ამ დროს ასურეთის მოსახლეობა ეთნიკურად, ენით, კულტურით დიდად არ განსხვავდებოდა [[ბაბილონეთი]]ს მოსახლეობისაგან. [[სემიტური ენები|სემიტურ ენათა]] ოჯახში შემავალი [[ასურული ენა]] ერთიანი ასურულ-ბაბილონური ანუ აქადური ენის დიალექტია.
 
ასურელები თაყვანს სცემდნენ ღვთაებათა მთელ ბაბილონის პანთეონს, თუმცა მის სათავეში აყენებდნენ საკუთარ ასურელ ღვთაება [[ასური|ასურს]]. ამ ღვთაების სახელი ერქვა სახელმწიფოს დედაქალაქს, ხოლო მთელი ქვეყანა "ასურის ქვეყნად", ე. ი. ასურეთად იწოდებოდა. სახელმწიფოს დედაქალაქი ასური მდებარეობდა მდინარე [[ტიგრი]]ს ნაპირზე. საკუთრივ ასურეთს თავდაპირველად ეკავა საკმაოდ მცირე ტერიტორია ტიგრის ზემო წელზე; სამხრეთით, დაახლოებით მდინარეების ქვემო ზაბისა და ტიგრის შესართავიდან აღმოსავლეთ ზაგროსისა და ჩრდილო-დასავლეთით მასიოსის მთებამდე. დასავლეთიდან ამ ვიწრო ზოლს ემიჯნებოდა სირის-მესოპოტამიის ვრცელი უდაბნო.
 
სამხრეთ შუამდინარეთისაგან ([[ბაბილონეთი|ბაბილონეთისაგან]]) განსხვავებით, სადაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხელოვნურ რწყვას, ასურეთში მიწათმოქმედება შესაძლებელი იყო ხელოვნური რწყვის გარეშე. ასურეთის გარშემო მდებარე მთები მდიდარი იყო ნადირითა და წიაღისეულით. არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს, რომ უკვე IV ათასწლეულში აქ ჰქონიათ იმ დროის კვალობაზე საკმაოდ განვითარებული სამიწათმოქმედო კულტურა, მიწათმოქმედებასთან ერთად მესაქონლეობასაც მისდევდნენ. ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ამ დროს ასურეთის ტერიტორიაზე უნდა ეცხოვრა ხურიტულ ანუ სუბარულ ტომებთან ახლო მდგომ არასემიტურ მოსახლეობას. თანდათანობით ამ ადგილების სემიტიზაციამ ინტენსიური ხასიათი მიიღო. დასავლეთიდან შემოიჭრა დასავლეთი სემიტური ამორეული, ხოლო სამხრეთიდან - აღმოსავლეთი სემიტური ბაბილონიის (აქადური) მოსახლეობა, ადგილობრივი ხურიტული მოსახლეობა სემიტურს შეერია. აქადური ენა სალაპარაკო ენად იქცა. ბაბილონურმა რელიგიამ და კულტურამაც ასურეთში ღრმად გაიდგა ფესვები. ასურეთის სემიტიზაციის (აქადიზაციის) პროცესი ძირითადად დასრულდა [[ძვ. წ. 2000]] წლისათვის, როდესაც ასურეთი შუამდინარეთსა და მცირე აზიას შორის მიმდინარე ინტენსიური საშუამავლო-სატრანზიტო ვაჭრობის ცენტრად იქცა.
 
ქ. ასურმა [[მცირე აზიაშიაზია]]ში, ხეთების ქვეყანაში, დააარსა მრავალი სავაჭრო კოლონია. ამათგან უმნიშვნელოვანესი იყო [[ქანესი|ქ. ქანესი]] (დღევანდელი ქულთეფე თურქეთში). არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს ასურელ კოლონისტთა დიდი არქივი, რომელიც შუქს ჰფენს ასურელთა მოღვაწეობას მცორე აზისში და, საერთოდ, იმდროინდელი ასურეთის ისტორიას. ასური ამ დროს საქალაქო თემი იყო, სადაც ღრმად გაიდგა ფესვები ქონებრივმა დიფერენციაციამ, სავაჭრო ამხანაგობებში გაერთიანებული ზედა ფენა სწრაფად მდიდრდებოდა საქარავნო ვაჭრობით. მცირე აზიიდან ასურელებს შუამდინარეთში უმტავრესად ლითონი შეჰქონდათ. საზოგადოებაში ამ დროს უკვე მტკიცედ მოიკიდა ფეხი სავალო კაბალამ - ვალის გადახდის ვერშემძლე თანამემამულის დამონებამ, რამაც ფართო გავრცელება პოვა მოგვიანებით, "შუაასურულ" ხანაში ([[ძვ. წ. II ათასწლეულისათასწლეული]]ს II ნახევარი).
 
 
ასურის საქალაქო თემ-სახელმწიფოს სათავეში მდგომი პირები თავდაპირველად იწოდებოდნენ არა მეფეებად, არამედ "იშაქუმებად" (შესატყვისია ბაბილონელთა "პატეისის" ანუ "ენისისა"). მათ ეპყრათ ქვეყანაში უმაღლესი სამხედრო და საკულტო-რელიგიური (უზენაესი ქურუმის) ძალაუფლება. [[ძვ. წ. III ათასწლეული|ძვ. წ. III ათასწლეულში]] და II ათასწლეულის დასაწყისში ქ. ასური და მის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორია, ისევე როგორც სხვა ცენტები, ემორჩილებოდნენ ბაბილონეთის ძლიერ ხელისუფალთ, ძვ. წ. XVIII საუკუნის დასაწყისში ასურეთში შეიქმნა ვრცელი სამეფო მეფე [[შაჰშიადად I|შაჰშიადად I-ის]] მეთაურობით. ასურის გარდა, სამეფოს მნიშვნელოვან ცენტრებად იქცა ქალქები არბელა, [[ნინევია]] და სხვა. [[ძვ. წ. XVIII საუკუნეშისაუკუნე]]ში ასურეთი დაიმორჩილა ბაბილონეთის ძლიერმა მეფემ [[ხამურაბი|ხამურაბიმ]]. ამასობაში მცირე აზიაში დიდი ძვრები მოხდა. შემოსეულმა ტომებმა გაანადგურეს ასურელთა ახალშენები, გადაუჭრეს ასურეთს მცირე აზიისაკენ მიმავალი გზები, რამაც საშუამავლო ვაჭრობის დაცემა და საერთოდ ასურეთის დასუსტება გამოიწვია.
 
 
ასურეთის მეზობლად, შუამდინარეთშივე, ჩამოყალიბდა ხურიტების დიდი სახელმწიფო [[მითანი]], რომელმაც ასურეთი დაიპყრო. ძვ. წ. XVI - ძვ. წ. XV საუკუნეებში ასურეთის ქალაქებში გამგებლად მითანის მეფისნაცვლები ისხდნენ. ძვ. წ. XV საუკუნეში ასურეთმა თავი დაიხსნა მორჩილებისაგან და თვით გადავიდა შეტევაზე. მეფე ასურუბალიტ I-მა (ძვ. წ. XV საუკუნის ბოლო და ძვ. წ. XIV საუკუნის დასაწყისი) მცირე ხნით დაიმორჩილა ბაბილონეთი. [[[ძვ. წ. XV საუკუნე|[ძვ. წ. XV ს]]|ძვ. წ. XV]] - ძვ. წ. XIII საუკუნეებში ასურეთი წარმატებით ომობდა მითანის წინააღმდეგ და მთლიანად დაიპყრო მისი ტერიტორია ჩრდილოეთ შუამდინარეთში ([[ადადნირარი|ადადნირარის]], [[სალმანასარ I|სალმანასარ I-ის]], თუქულთი-ნინურტა I-ია ლაშქრობანი). ძვ. წ. XII საუკუნეში მცირე ხნით დასუსტების შემდეგ მეფე [[ტიგლათფილესერ I|ტიგლათფილესერ I-ის]] ([[ძვ. წ. 1115]] - [[ძვ. წ. 1077]]) დროს ასურეთი კვლავ გაძლიერდა და წარმატებით ეომობოდა მეზობელ ქვეყნებს. ასურელები მიადგნენ სამხრეთ ამიერკავკასიას, ებრძოდნენ ნაირის, [[ურარტუ|ურარტუს]], შავი ზღვისპირა ტომებსა და სხვა. თავიანთ ლაშქრობათა დროს ასურელებს არასოდეს არ მიუღწევიათ ასე შორეული ჩრდილოეთისათვის, ამ დროს, ე. წ. "შუა ასურულ" ხანაში, ასურეთის მეფეები წარმატებით ომობდნენ აგრეთვე ჩრდილოეთ სირიასა და ფინიკიაში, ბაბილონეთში, მცირე აზიის აღმოსავლეთ რაიონებში. ინტენსიური შეტევითი ომები დიდ სამხედრო ძალას მოითხოვდა. ამას თან მოჰყვა ასურელების ჩამოყალიბება მხედართა საზოგადოებებად. სავალო კაბალა, რაც ასე ემუქრებოდა რიგითს ასურელს, თანდათან შესუსტდა. ომებს ახლა დიდძალ ნადავლთან (პირუტყვი, ლითონები და სხვა სიმდიდრე) ერთად მოჰყვებოდა უამრავი ტყვე, რომელთა დიდ ნაწილს მონებად აქცევდნენ, რაც აღრმავებდა ქონებრივ და სოციალურ დიფერენციაციას თვით თავისუფალ ასურელთა წრეშიც.
[[ფაილი:Human headed winged bull facing.jpg|thumb|right|ფრთოსანი ხარის ქანდაკება.]]
ძვ. წ. XI საუკუნიდან დაიწყო ასურეთის დასუსტება. ეს გამოიწვია დასავლეთიდან არამეული ტომების თავდასხმამ, რომელთა თარეში ასურელთა მი-წყალზე თითქმის ორი საუკუნე გრძელდებოდა. ასურეთის მეფეთა რეზიდენცია ასურიდან გადაიტანეს ჯერ [[ქალხუ|ქალხუში]] (თანამედროვე ნიმრუდი), შემდეგ დურ-შარუქინში (თანამედროვე ხორსაბადი) და ბოლოს ნინევიაში (თანამედროვე კუიუნჯიკი). ძვ. წ. IX საუკუნეში დაიბრუნა ძველი ძლიერება. [[ასურნასირფალი|ასურნასირფალის]] და [[სალმანასარ III|სალმანასარ III-ის]] მეფობაში მოეწყო რამდენიმე წარმატებითი ლაშქრობა ჩრდილოეთით ნაირის ქვეყნებისა და ურარტუს ძლიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ, დასავლეთით ჩრდილოეთ შუამდინარეთსა და სირიაში, აღმოსავლეთით - [[მიდია|მიდიაში]], სამხრეთით - ბაბილონეთში, მაგრამ ძვ. წ. IX საუკუნის ბოლოს ასურეთი კვლავ დასუსტდა და ურარტუს დარტყმებით დაკარგა ადრე დაპყრობილი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი. ურარტუს მეფეებმა ასურეთს გადაუჭრეს ჩრდილოეთ სირიისა და მცირე აზიისაკენ მიმავალი სავაჭრო-სატრანზიტო გზები და ამით მოსწყვიტეს ლითონით, კერძოდ, რკინით მომარაგების ბაზებს. ამას დაემატა ხანგრძლივი სამოქალაქო ომი ქურუმობასა, პრივილეგიურ სავაჭრო და სამოხელეო არისტოკრატიასა და სამხედრო არისტოკრატიას შორის. ამ კრიზისიდან გამოსვლა უკავშირდება ტოგლათფილესერ III-ის (ძვ. წ. 745 - ძვ. წ. 727) სახელი, რომლის რეფორმებმა დიდად შეუწყო ხელი ასურეტის ხელახალ გაძლიერებას. მის დროს ცატარდა მნიშვნელოვანი სამხედრო რეფორმა - შეიქმნა სამეფო მუდმივი ჯარი, რომელსაც სახელმწიფო აიარაღებდა და ინახავდა. გატარდა ადმინისტრაციული რეფორმა: შემცირდა ადმინისტრაციული ოლქების მოცულობა და შეიზღუდა ოლქების მმართველთა ფუნქციები. თუ ასურეთის უწინდელი მეფეები დამორჩილებულ მოსახლეობას მასობრივად ჟლეტდნენ, ახლა ამ მოსახლეობას სხვა ადგილას ასახლებდნენ და სამეფოს მიმართ ვალდებულ მიწათმოქმედებად აქცევდნენ ხოლმე. დამორჩილებული მეომრების ნაწილი თვით ასურელთა ჯარშიც კი შეჰყავდათ და ა. შ. ტოგლათფილესერ III-მ სასტიკად დაამარცხა ურარტუ, დაიპყრო სირია, პალესტინა, ფინიკია, ბაბილონეთი და სხვა. შეიქმნა ასურეთის დიდი იმპერია, რომელიც შემდეგში კიდევ უფრო გაიზარდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასურეთი“-დან