შინტოიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 86 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q812767
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Shinto torii icon vermillion.svg|მინი|მარჯვნივ|სინტოს ლოგო]]
'''სინტო''' (神道 Shintō) — უძველესი [[იაპონური რელიგიები|იაპონური რელიგიური]] მიმდინარეობა, რომელიც სულების თაყვანისცემას ეფუძნება. [[იაპონია]]ში 80 000-ზე მეტი სინტოს ტაძარია[[ტაძარი]]ა. სანამ სულების თაყვანსაცემად ტაძარში შევლენ, მორწმუნეები თითებს ისველებენ და პირს ირეცხავენ. სინტო მოისაზრება როგორც დამაკავშირებელი რგოლი იაპონიის წარსულსა და აწმყოს შორის.
 
== სინტოიზმის ძირითადი პრინციპები ==
ხაზი 8:
გარკვეულ პირობებში გარდაცვლილის სული შეიძლება კამით გაიქცეს. თავის მხრივ კი, კამის შეუძლია განსახიერდეს რიტუალურ საგნებში; მაგ., მახვილში, სარკეში, ღვთაების ფიგურაში, ფირფიტაში, რომელსაც ღვთაების სახელი აწერია; ამგვარი საგანი (სინტაი) თაყვანისცემის ობიექტი ხდება.
 
სინტოისტური კულტი 4 ელემენტს შეიცავს - განწმენდა ([[ჰარაი]]), მსვერპლშეწირვა ([[სინსეი]]), მოკლე ლოცვა ([[ნორიტო]]) და ზეთით კურთხევა ([[ნაორაი]]).
 
== სინტოიზმის ისტორია ==
ხაზი 16:
VII-VIII სს-ში იქმნება ძველი ისტორიული მითების, ლეგენდებისა და თქმულებების კრებული „[[კოძიკი]]“ („ძველ ამბავთა ჩანაწერი“) და „ნიჰონ სიოკი“ („იაპონიის ანალები“). [[კორეა|კორეიდან]] და [[ჩინეთი]]დან VI ს. შეიჭრილმა ბუდიზმმა თანდათანობით შეზღუდა სინტოიზმი.
 
[[XI საუკუნე|XI]]-XVI სს-ში ბუდიზმმა მოიპოვა უპირატესობა. მრავალი იაპონელი ორივე რელიგიას მისდევდა (მაგ., ქორწინება, ბავშვის დაბადება, ადგილობრივი დღესასწაულები სინტოსტური მოძღვრების მიხედვით სრულდებოდა, ხოლო სულის მოსახსენებელი რიტუალი უმთავრესად ბუდისტურ ტაძრებში ტარდებოდა).
 
[[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნე|XVIII]] სს-ში მოქმედებდა ე. წ. „ისტორიული სკოლა“ (მ. კამო, ნ. მოტოორი და სხვ.), რომელიც მიზნად ისახავდა სინტოიზმის განმტკიცებას და იმპერატორის კულტის აღორნებას.
 
[[1867]]-68 წლების რევოლუციის შემდეგ 1945 წლამდე სინტოიზმის [[ბუდიზმი|ბუდიზმთან]] ერთად მფარველობდა [[იმპერატორი]] და მთავრობა. [[II მსოფლიო ომი|II მსოფლიო ომში]] ([[1939]]-45 წლები) იაპონიის დამარცხების შემდეგ სინტოიზმის პრესტიჟი დაეცა.
 
[[1945]] წლის დეკემბერში სინტოისტური ტაძარი სახელმწიფოს გამოეყო, სინტოისტური ლიტერატურის ნაწილი აკრძალეს, სამღვდელოებამ დაკარგა თავისი ძველი ოფიციალური სტატუტი. [[1946]] წლის 1 იანვარს იაპონიის იმპერატორმა საჯაროდ უარყო თავისი „ღვთაებრივი“ წარმოშობა. მაგრამ შემდგომ სინტოიზმი თანდათანობით მომძლავრდა.
 
1966 წლის დეკემბერში მთავრობის გადაწყვეტილებით აღადგინეს ეროვნული დღესასწაული „იმპერიის დაარსების დღე“ - კიგენსეცუ. სინტოისტური ტრადიციით, ამ დღეს [[ძვ. წ. 660]] ტახტზე ავიდა იმპერატორი [[ძიმუ]].
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შინტოიზმი“-დან