შავლიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''შავლიანები''' — სამეფო დინასტია „[[აფხაზთა სამეფო]]ში“ (დასავლეთ საქართველოს[[საქართველო]]ს სამეფო) დაახლოებით [[868]]-[[[887]] წლებში. [[გიორგი I (აფხაზთა მეფე)|გიორგი I-ის]] გარდაცვალების შემდეგ ტახტი უნდა დარჩენოდა მისი ძმის, დემეტრეს მცირეწლვან ვაჟს - [[ბაგრატ I (აფხაზთა მეფე)|ბაგრატს]]. მის გამეფებას წინ აღუდგა გიორგის ქვრივი, რომელიც ტახტის მემკვიდრის მოკვლის მიზნით დაუკავშირდა მთავარს [[იოანე შავლიანი|იოანე შავლიანს]], მაგრამ ბაგრატი გადარჩა და თავი [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]], იმპერატორის კარს შეაფარა. ტახტი იოანე შავლიანმა დაიკავა რომლის შემდეგაც გამეფდა მისი ვაჟი [[ადარნასე შავლიანი|ადარნასე]]. თავისი და შვილის მდგომარეობის განმტკიცების მიზნით იოანემ ადარნასეს ცოლად შერთო [[გუარამ მამფალი]]ს ასული. შავლიანების (ეს საგვარეულ წარმოშობით სვანური უნდა იყოს) დინასტიის აღნიშნული მეფეები, ჩანს, მკაცრ ცენტრალიზატორულ პოლიტიკას ატარებდნენ ქვეყნის შიგნით. ამ პოლიტიკით უნდა აიხსნებოდეს [[ლიპარიტ I|ლიპარიტ ბაღვაშის]] მიერ მათ ვასალობაზე უარის თქმა და [[თრიალეთი (მხარე)|თრიალეთში]] დამკვიდრება. როგორც ჩანს, საკმაოდ დამოუკიდებელი იყო შავლიანების საგარეო პოლიტიკაც [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] მიმართ. საფიქრებელია, რომ ამის საწინააღმდეგოდ გაუწია [[ბასილი I (ბიზანტია)|იმპერატორმა]] დახმარება ბაგრატ დემეტრეს ძეს. [[887]] წლის ახლოს ბაგრატი ბიზანტიიდან დიდი ლაშქრით დაბრუნდა, მოკლა [[ადარნასე შავლიანი]] და სამეფო ტახტი თვითონ დაიკავა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შავლიანები“-დან