იაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა *
| სახელი = აზავერიიაკი
| სურათის ფაილი = Yak at Dingboche (Nepal).jpg|300px|thumb
| სურათის სახელი = აზავერიიაკი
| სამეფო = ცხოველები
| ტიპი =
ხაზი 20:
}}
 
'''აზავერიიაკი''' (Bos Poephagus grunniens), [[წყვილჩლიქოსნები|წყვილჩლიქოსანი]] ცხოველი [[ძროხისებრნი|ძროხისებრთა]] ქვეოჯახისა. გარეული აზავერიიაკი შემორჩენილია [[ტიბეტი]]ს მთებში (ზღვის დონიდან 4500 მ-მდე). მანდაოს არეში აქვს კუზი. ფერად შავი ან წაბია, ხერხემლის გასწვრივ გასდევს ღია შეფერილობის ზოლი. სხეული დაფარულია ხშირი თივთივის ბეწვით. გვერდებზე და მუცელზე ბეწვი ფოჩივით აქვს ჩამოგრძელებული. შინაური აზავერი გარეულზე პატარაა. ხარის საშუალო სიმაღლე ნიდაოში 120-135 სმ, ცოცხალი წონა 400-450 კგ. ფურისა, შესაბამისად, - 105-120 სმ, 270-300 კგ. აზავერი საშუალო წლიურად 300-350 კგ იწველის. რძის ცხიმიანობაა 6-7%. ხორცი მაგარია, მაგრამ გემრიელი. ცხოველთა 30% ურქოა. აზავერს აშენებენ მაღალმთიან ადგილებში - ცენტრალურ აზიაში, ჰიმალაის მთებში, დასავლეთ ჩინეთში, ჩრდილოეთ მონღოლეთში, ყირგიზეთში, მთიანი ალთაის და ტუვის ავტონომიურ ოლქებში, სადაც უბადლო სასაპალნე და საჯდომი ცხოველია. ძროხასთან შეჯვარებით აზავერი იძლევა ჰიბრიდს (ნაყოფიერია მხოლოდ დედალი ჰიბრიდი).
 
წერილობითი წყაროების მოწმობით, ადრინდელი [[შუა საუკუნეები]]ს საქართველოში ფართოდ ყოფილა გამოყენებული [[საოჯახო მეურნეობა]]ში, შორ გზაზე ბარგის გადასაზიდად, აგრეთვე [[მშენებლობა]]ში. აზავერი მოხსენიებულია [[ვეფხისტყაოსანი|„ვეფხისტყაოსანშიც“]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იაკი“-დან