მსხვილი რქოსანი საქონელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 145 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q830
No edit summary
ხაზი 4:
მსხვილი რქოსანი საქონელს იყენებენ რძის, ხორცის, ტყავის, სასაკლაოს სხვა პროდუქციის, გამწევი ძალისა და ნაკელის მისაღებად. სპეციალიზებული მეხორცული ჯიშები მერძეულთან შედარებით სწრაფად სუქდება, იძლევა დიდ საკლავ წონას და უკეთესი ხარისხის ხორცს. 1,5 — 2 წლის მოზარდეულის წონა საშუალოდ 400-500 კგ აღწევს. სანაშენე წიგნში ჩაწერილი მერძეული ფურების საშუალო წლიური მონაწველია 3500-6000 კგ რძე, რომლის ცხიმიანობაა 3,6-4%. რეკორდული მონაწველია: დღიური — 82,2 კგ, წლიური — 20 000 კგ, მთელი სიცოცხლის მანძილზე — 120 247 კგ. ლაქტაცია გრძელდება საშუალოდ 280-320 დღე, მერძეულ ფურს იყენებენ 12-13 წლის განმავლობაში.
 
სხვადასხვა ჯიშის ზრდასრული ფურების ცოცხალი მასაა 200-600 კგ. უდიდესია 1000 კგ-ზე მეტი; კურების — 300-900 კგ, უდიდესია — 1600 კგ. დეკეულს დაგრილებაზე უშვებენ 16-22, ხოლო [[კურო (ცხოველი)|კუროს]] 14-18 თვისას, მაკეობა გრძელდება საშუალოდ 285 დღე. ფური ერთნაყოფიანია, ტყუპი იშვიათია (2%). სხვადასხვა ქვეყნის კლიმატური ზონისათვის გამოყვანილია მსხვილი რქოსანი საქონლის ბევრი ჯიში. საქართველოში უმთავრესად გავრცელებულია [[კავკასიური წაბლა]], [[სტეპის წითელი ჯიში|სტეპის წითელი]], შვიცური და შავჭრელი, აგრეთვე [[ენდემები|ენდემური]] ჯიში: [[წითელი მეგრული]], ადგილობრივი ჯიში — [[ქართული მთის საქონელი]] და სხვა.
 
== ლიტერატურა ==