მასაგეტები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მასაგეტები''' — ძვ. ბერძენ ავტორთა მიხედვით მოსახ...
(განსხვავება არ არის)

14:20, 11 აპრილი 2013-ის ვერსია

მასაგეტები — ძვ. ბერძენ ავტორთა მიხედვით მოსახლეობა იმიერკასპიისა და არალისპირეთს შორის. მასაგეტების ეთნიკური კუთვნილების შესახებ მეცნიერებაში ერთიანი აზრი არ არსებობობს. ჰეროდოტეს ცნობით, მასაგეტები მომთაბარენი იყვნენ, იბრძოდნენ ქვეითად და ცხენებით, თაყვანს სცემდნენ მზეს, აღჭურვილი იყვნენ სპილენძისა და ოქოროს იარაღით. მათთან ბრძოლაში დაიღუპა აქამენიდთა სახელმწიფოს დამაარსებელი კიროსი, რომელიც დაამარცხა მასაგეტების „დედოფალმა“ ტომირისმა. სტრაბონი მასაგეტებს აკუთვნებს არალისპირეთის ბინადარ მცხოვრებთ, რომლებიც პრიმიტიულ ბინადარ ცხოვრებას ეწეოდნენ, აგრეთვე ზოგიერთ მიწათმოქმედ ტომს.

ლიტერატურა