კირილ ზდანევიჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 2 interwiki links, now provided by Wikidata on d:q3652063 (translate me)
ხაზი 24:
 
==სამშობლოში მოღვაწეობა==
=''''კურსივის ტექსტი''''==ფერწერა===
[[სურათი:zdan_kolau.jpg|მინი|left|180პქ|კოლაუ ჩერნიავსკის პორტრეტი]] [[1917]] წლიდან იგი შემოქმედებით ცხოვრებას უბრუნდება. ის გახდა “[[ფუტურისტების სინდიკატი|ფუტურისტების სინდიკატის]]” და “[[41°]]”-ის წევრი. ამ გაერთიანებების მუშაობაში წამყვანი ადგილი ეკავა მის ძმას, ილიას. წლის ბოლოს ჩატარდა მისი ნამუშევრების გამოფენა, რომელმაც დადებითი გამოხმაურება მიიღო. ცნობილი ლიტერატურული და სამხატვრო კრიტიკოსი ს. გოროდეცკი წერდა: "კ. ზდანევიჩის ფერწერის ტალანტი ეჭვგარეშეა, მის მიერ გავლილი ნოვატორული სკოლა სერიოზულია, მისი ძიება საფუძვლიანი და მტკიცეა, და თუ მის შემოქმედებაში არის გარკვეული ნაკლოვანებები, როგორც მაგალითად ზოგიერთი ფუტურისტული ხერხის ზედმეტად წარმოჩენა ან ჩავარდნები გემოვნებაში ან ზედმეტი ეკლექტიკურობა, მათ შეიძლება დავუპირისპიროთ ფერის და ფორმის კარგი გრძნობა, სიმპატიური უშუალობა და თავის ძალებში დარწმუნებულობის შეგრძნება და ტემპერამენტულობა". ს. გოროდეცკი თვლიდა, რომ ზდანევიჩის ზოგიერთ ნაწარმოებში "ფორმების ჰიპერტროფიულობას აქვს თავისი აზრი", ის აღნიშნავდა, რომ "ფერადოვნება, როცა შენარჩუნებულია ფორმა, გვაძლევს ლამაზ შედეგს" და ასახელებს '''კ. ჩერნიავსკის პორტრეტს''', როგორც მხატვრის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარს.