ნაირობი: განსხვავება გადახედვებს შორის

ზომა არ შეცვლილა ,  7 წლის წინ
 
==ისტორია==
1899 წლამდე ეს არემარე ძირითადად დაუსახლებელი ჭაობი იყო. ამ წლიდან აქ [[უგანდასუგანდის რკინიგზა|უგანდასუგანდის რკინიგზის]] გამანაწილებელი დეპო აშენდა, რომელიც მალევე ამ რკინიგზის შტაბ-ბინა გახდა. ქალაქის სახელი მომდინარეობს ამ მიდამოებში მდებარე წყაროს სახელწოდებიდან, რომელსაც მაასაის ენაზე "ენკარე ნაირობი" (გრილი წყლების ადგილი) ერქვა. 1900-იან წლებში ტროპიკული ჭირის ეპიდემიის გავრცელებისა და თავდაპირველი დასახლების გადაწვის შემდეგ, ეს ადგილი ხელახლა გაშენდა. ნაირობის რკინიგზის სადგურისთვის ეს ადგილი შეირჩა მისი [[მომბასა]]სა და [[კამპალა]]ს შორის ცენტრალური მდებარეობის გამო. კიდევ ერთი განმპირობებელი გარემოება გახდა მდინარეების ქსელი, რომელიც სადგურს წყლით ამარაგებდა, და ზღვის დონიდან სიმაღლე, რაც მოსახლებისთვის შედარებით გრილს კლიმატს განაპირობებდა.<ref>{{cite web |last=გაერთიანებული ერების უნივერსიტეტი|title=Nairobi: National capital and regional hub |publisher=unu.edu |date= |url=http://www.unu.edu/unupress/unupbooks/uu26ue/uu26ue0o.htm |accessdate=2007-06-17}}</ref> მიუხედავად ამისა, [[მალარია]] სერიოზული პრობლემა იყო, რის გამოც სულ მცირე ერთხელ მაინც ქალაქის სხვა ადგილას გადატანა სცადეს.<ref>{{cite news |url=http://www.spectator.co.uk/essays/all/5592863/the-inconvenient-truth-about-malaria.thtml |title=The inconvenient truth about malaria |author=Paul Reiter |work=Spectator |date=5 დეკემბერი 2009}}</ref>
 
1905 წელს ბრიტანეთის [[პროტექტორატი]]ს დედაქალაქი [[მომბასა]]დან ნაირობიში გადმოიტანეს.<ref>{{cite web |last=RCBowen Kenya