ნაირობი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 129 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q3870
ხაზი 54:
 
ნაირობი აფრიკის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია პოლიტიკურად და ფინანსურად. აქ მდებარეობს მრავალი საერთაშორისო კომპანიისა და ორგანიზაციის აფრიკის შტაბ-ბინა, მათ შორის [[გაეროს გარემოს პროგრამა]] და [[გაეროს აფრიკის ოფისი]]. ნაირობი ბიზნესისა და კულტურის ერთ-ერთი ცენტრია რეგიონში. [[ნაირობის საფონდო ბირჟა]] ერთ-ერთი უდიდესია აფრიკაში და რანგით მეოთხეა ვაჭრობის მოცულობით.
 
==ისტორია==
1899 წლამდე ეს არემარე ძირითადად დაუსახლებელი ჭაობი იყო. ამ წლიდან აქ [[უგანდას რკინიგზა|უგანდას რკინიგზის]] გამანაწილებელი დეპო აშენდა, რომელიც მალევე ამ რკინიგზის შტაბ-ბინა გახდა. ქალაქის სახელი მომდინარეობს ამ მიდამოებში მდებარე წყაროს სახელწოდებიდან, რომელსაც მაასაის ენაზე "ენკარე ნაირობი" (გრილი წყლების ადგილი) ერქვა. 1900-იან წლებში ტროპიკული ჭირის ეპიდემიის გავრცელებისა და თავდაპირველი დასახლების გადაწვის შემდეგ, ეს ადგილი ხელახლა გაშენდა. ნაირობის რკინიგზის სადგურისთვის ეს ადგილი შეირჩა მისი [[მომბასა]]სა და [[კამპალა]]ს შორის ცენტრალური მდებარეობის გამო. კიდევ ერთი განმპირობებელი გარემოება გახდა მდინარეების ქსელი, რომელიც სადგურს წყლით ამარაგებდა, და ზღვის დონიდან სიმაღლე, რაც მოსახლებისთვის შედარებით გრილს კლიმატს განაპირობებდა.<ref>{{cite web |last=გაერთიანებული ერების უნივერსიტეტი|title=Nairobi: National capital and regional hub |publisher=unu.edu |date= |url=http://www.unu.edu/unupress/unupbooks/uu26ue/uu26ue0o.htm |accessdate=2007-06-17}}</ref> მიუხედავად ამისა, [[მალარია]] სერიოზული პრობლემა იყო, რის გამოც სულ მცირე ერთხელ მაინც ქალაქის სხვა ადგილას გადატანა სცადეს.<ref>{{cite news |url=http://www.spectator.co.uk/essays/all/5592863/the-inconvenient-truth-about-malaria.thtml |title=The inconvenient truth about malaria |author=Paul Reiter |work=Spectator |date=5 დეკემბერი 2009}}</ref>
 
1905 წელს ბრიტანეთის [[პროტექტორატი]]ს დედაქალაქი [[მომბასა]]დან ნაირობიში გადმოიტანეს.<ref>{{cite web |last=RCBowen Kenya
|title=Attractions of Nairobi |publisher=kenya.rcbowen.com |date= |url=http://kenya.rcbowen.com/cities/nairobi.html |accessdate=2007-06-18}}</ref> ქალაქმა სწრაფი ზრდა დაიწყო საზოგადოებრივი ადმინისტრაციის ცენტრისა და ტურიზმის წყალობით, გარშემო გარეული ცხოველების სიმრავლის გამო. მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა დამპყრობლებმა რეგიონის შესწავლა დაიწყეს, ნაირობი მათი მოგზაურობის საწყისი პორტი გახდა. შესაბამისად, კოლონიურმა მთავრობამ ქალაქში რამდენიმე გრანდიოზული სასტუმრო ააშენა, რომელთა ძირითადი სტუმრები ბრიტანელი ველურ ცხოველებზე მონადირეები იყვნენ.
 
ნაირობი ზრდას განაგრძობდა ბრიტანეთის ოკუპაციის ქვეშ. ამ პერიოდში მის გარეუბნებში მრავალი ბრიტანელი დასახლდა. 1919 წელს ნაირობი მუნიციპალიტეტად გამოცხადდა.<ref>{{cite book
|last=Merriam-Webster, Inc
|title=მერიამ-ვებსტერის გეოგრაფიული ლექსიკონი
|publisher=[[მერიამ-ვებსტერი]]
|year=1997
|page=786
|url=http://books.google.com/books?id=GN9UQMuNQNkC&pg=PA786&d
|isbn=0-87779-546-0 }}
</ref>
 
ქალაქის მუდმივი ექსპანსია სამხრეთით ავიწროებდა [[მაასაი]]ს ტომის ხალხს. ამას ემატებოდა ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მცხოვრები [[კიკუიუ]]ს ტომების უკმაყოფილება მათი მიწების მიტაცების გამო. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დასრულების შემდეგ ეს უკმაყოფილება [[მაუ მაუ]]ს აჯანყებაში გადაიზარდა. კენიის მომავალი პრეზიდენტი, [[ჯომო კენიატა]], მისი ანჯანყებაში სავარაუდო მონაწილეობის გამო, დაპატიმრებულ იქნა. ბრიტანეთზე მუდმივი ზეწოლა ადგილობრივი მოსახლეობისგან 1963 წელს კენიის დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა, ხოლო ნაირობი ახალი რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა.
 
დამოუკიდებლობის შემდეგ ნაირობი სწრაფად იწყებს ზრდას. ქალაქის არსებული ინფრასტრუქტურა ვერ უძლებდა ზრდის ტემპებს, რის გამოც XX საუკუნის ბოლოსთვის ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტი საგრძნობი პრობლემები გახდა. ქალაქის დაგეგმარებაში ბოლო დროს განხორციელებული პროექტების წყალობით, ამ პრობლემების კონტროლი შესაძლებელი გახდა.
 
[[File:Nairobi showing KICC Times Tower and City Hall.jpg|thumb|[[კენიატას საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი]], ტაიმზ ტაუერი და [[ნაირობის მერია]]]]
 
1998 წელს [[ალ-ყაიდა]]ს მიერ ქალაქში [[აშშ]]-ის საელჩოზე ტერორისტული აქტი განხორციელდა, რის შედეგადაც ორასზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამჟამად ამ ადგილას მემორიალური პარკია.<ref>{{cite web |last=აშშ-ის საელჩო|title=საელჩოს დაბომბვის ოთხი წლის თავზე მოწყობილი მემორიალი |publisher=usembassy.gov |date= |url=http://www.usembassy.gov/nairobi/wwwhrann.html|accessdate=2007-06-17}}</ref>
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/401900/Nairobi ნაირობი – ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}
* [http://www.nairobicity.go.ke/ ნაირობი – ოფიციალური ვებ-გვერდი]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{აფრიკის დედაქალაქები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაირობი“-დან