მედრესე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ლაბაძე ბექა97-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Jaba1977-ის მიერ რედაქტირ...
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:MedresaVisoko.jpg|მინი|200პქ|მედრესე ბოსნიაში]]
'''მედრესე''' ან ''მადრასა'' — საშუალო ან უმაღლესი სასწავლებელი [[მეჩეთი|მეჩეთში]] ან მეჩეთთან, სადაც ასწავლიდნენ [[სუნიზმი|სუნიტური]] [[ისლამი]]ს რელიგიას და იურიდიულ დოგმებს, ამზადებდნენ სასულიერო და საერო მოხელეებს.
პირველი მედრესე გაჩნდა [[X საუკუნე]]ში [[ირანი|ირანში]] (ქალაქ [[ნიშაბური|ნიშაბურში]]). შემდეგ გავრცელდა მუსლიმურ ქვეყნებში [[ცენტრალურიშუა აზია|შუა აზიიდან]] [[ესპანეთი|ესპანეთამდე]]. ბევრი მედრესე იყო რევოლუციამდელ [[რუსეთი|რუსეთში]] მუსლიმანებით დასახლებულ რაიონებში (შუა აზია, [[ვოლგა (მდინარე)|ვოლგისპირეთი]]). [[თურქები]]ს მიერ დაპყრობილ [[საქართველო]]ს სამხრეთ ნაწილში მედრესეები, როგორც ჩანს, დაწყებითი და საშუალო სასწავლებლები იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო [[ბათუმი]]ს, [[ქობულეთი]]ს, [[ქედა|ქედის]], [[ხულო]]ს და სხვა მედრესეები. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებასა და საბჭოთა სასკოლო სისტემის გავრცელებასთან ერთად [[1928]] წლისათვის საქართველოში მედრესეები აღარ მოქმედებდა.
[[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 60-იანი წლებიდან ბევრ მუსლიმანურ [[ქვეყანა]]ში მოქმედებს საერო და სასულიერო მედრესე.
მედრესე, როგორც [[არქიტექტურა|არქიტექტურული]] ნაგებობის ტიპი, X-[[XI საუკუნე]]ებში ჩამოყალიბდა მუსლიმური სამყაროს აღმოსავლეთ ნაწილში, [[ნიზამიესი]] [[ხარგერდი|ხარგერდში]] (ირანი XI საუკუნე). [[XII საუკუნე|XII]]-[[XIII საუკუნე]]ებიდან მედრესეები ააშენეს [[ახლო აღმოსავლეთი|ახლო აღმოსავლეთში]] ([[ალ-ნურია ალ-ქუბრას მედრესე]] [[დამასკო]]ში XII საუკუნე), XIII-[[XIV საუკუნე]]ებიდან კი [[აფრიკა|აფრიკის]] ჩრდილოეთ ნაწილში ([[ჰასანის მედრესე]] [[კაირო]]ში XIV საუკუნე). მედრესე წარმოადგენს 1-2 სართულიან შენობას. იგი მოიცავს გეგმით მართკუთხა ეზოს ირგვლივ განლაგებულ სენაკებს, მეჩეთს, [[აუდიტორია|აუდიტორიებს]], სხვადასხვა მხარის მედრესეები ერთმანეთისაგან განსხვავდება კონსტრუქციულად და დაგეგმარებით. მედრესეს უხვად ამკობდნენ სტუკზე, ქვასა და ხეზე ამოკვეთილი ორნამენტით. საქვეყნოდ ცნობილია [[ბუ-ინანიის მედრესე]] [[ფესი|ფესში]] (XIV საუკუნე), [[ულუღ ბეგი]]ს [[სამარყანდი|სამარყანდში]] ([[XV საუკუნე]]), მირი არაბისა [[ბუხარა]]ში ([[XVI საუკუნე]]).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მედრესე“-დან