მედრესე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
პირველი მედრესე გაჩნდა [[X საუკუნე]]ში [[ირანი|ირანში]] (ქალაქ [[ნიშაბური|ნიშაბურში]]). შემდეგ გავრცელდა მუსლიმურ ქვეყნებში [[შუა აზია|შუა აზიიდან]] [[ესპანეთი|ესპანეთამდე]]. ბევრი მედრესე იყო რევოლუციამდელ [[რუსეთი|რუსეთში]] მუსლიმანებით დასახლებულ რაიონებში (შუა აზია, [[ვოლგა (მდინარე)|ვოლგისპირეთი]]). [[თურქები]]ს მიერ დაპყრობილ [[საქართველო]]ს სამხრეთ ნაწილში მედრესეები, როგორც ჩანს, დაწყებითი და საშუალო სასწავლებლები იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო [[ბათუმი]]ს, [[ქობულეთი]]ს, [[ქედა|ქედის]], [[ხულო]]ს და სხვა მედრესეები. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებასა და საბჭოთა სასკოლო სისტემის გავრცელებასთან ერთად [[1928]] წლისათვის საქართველოში მედრესეები აღარ მოქმედებდა.
[[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 60-იანი წლებიდან ბევრ მუსლიმანურ ქვეყანაში მოქმედებს საერო და სასულიერო მედრესე.
მედრესე, როგორც [[არქიტექტურა|არქიტექტურული]] ნაგებობის ტიპი, X-[[XI საუკუნე]]ებში ჩამოყალიბდა მუსლიმური სამყაროს აღმოსავლეთ ნაწილში, [[ნიზამიესი]] [[ხარგერდი|ხარგერდში]] (ირანი XI საუკუნე). [[XII საუკუნე|XII]]-[[XIII საუკუნე]]ებიდან მედრესეები ააშენეს [[ახლო აღმოსავლეთი|ახლო აღმოსავლეთში]] ([[ალ-ნურია ალ-ქუბრას მედრესე]] [[დამასკო]]ში XII საუკუნე), XIII-[[XIV საუკუნე]]ებიდან კი [[აფრიკა|აფრიკის]] ჩრდილოეთ ნაწილში ([[ჰასანის მედრესე]] კაიროში[[კაირო]]ში XIV საუკუნე). მედრესე წარმოადგენს 1-2 სართულიან შენობას. იგი მოიცავს გეგმით მართკუთხა ეზოს ირგვლივ განლაგებულ სენაკებს, მეჩეთს, აუდიტორიებს, სხვადასხვა მხარის მედრესეები ერთმანეთისაგან განსხვავდება კონსტრუქციულად და დაგეგმარებით. მედრესეს უხვად ამკობდნენ სტუკზე, ქვასა და ხეზე ამოკვეთილი ორნამენტით. საქვეყნოდ ცნობილია ბუ-ინანიის მედრესე ფესში (XIV საუკუნე), ულუღ-ბეგის სამარყანდში ([[XV საუკუნე]]), მირი არაბისა ბუხარაში ([[XVI საუკუნე]]).
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მედრესე“-დან