მედრესე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:MedresaVisoko.jpg|მინი|200პქ|მედრესე ბოსნიაში]]
'''მედრესე''' ან ''მადრასა'' — საშუალო ან უმაღლესი სასწავლებელი [[მეჩეთი|მეჩეთში]] ან მეჩეთთან, სადაც ასწავლიდნენ [[სუნიზმი|სუნიტური]] [[ისლამი]]ს რელიგიას და იურიდიულ დოგმებს, ამზადებდნენ სასულიერო და საერო მოხელეებს.
პირველი მედრესე გაჩნდა [[X საუკუნე]]ში ირანში (ქალაქ [[ნიშაბური|ნიშაბურში]]). შემდეგ გავრცელდა მუსლიმურ ქვეყნებში [[შუა აზია|შუა აზიიდან]] [[ესპანეთი|ესპანეთამდე]]. ბევრი მედრესე იყო რევოლუციამდელ [[რუსეთი|რუსეთში]] მუსლიმანებით დასახლებულ რაიონებში (შუა აზია, [[ვოლგა (მდინარე)|ვოლგისპირეთი]]). [[თურქები]]ს მიერ დაპყრობილ [[საქართველო]]ს სამხრეთ ნაწილში მედრესეები, როგორც ჩანს, დაწყებითი და საშუალო სასწავლებლები იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო [[ბათუმი]]ს, [[ქობულეთი]]ს, [[ქედა|ქედის]], [[ხულო]]ს და სხვა მედრესეები. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებასა და საბჭოთა სასკოლო სისტემის გავრცელებასთან ერთად [[1928]] წლისათვის საქართველოში მედრესეები აღარ მოქმედებდა.
[[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 60-იანი წლებიდან ბევრ მუსლიმანურ ქვეყანაში მოქმედებს საერო და სასულიერო მედრესე.
მედრესე, როგორც არქიტექტურული ნაგებობის ტიპი, X-[[XI საუკუნე]]ებში ჩამოყალიბდა მუსლიმური სამყაროს აღმოსავლეთ ნაწილში, ნიზამიესი ხარგერდში (ირანი XI საუკუნე). [[XII საუკუნე|XII]]-[[XIII საუკუნე]]ებიდან მედრესეები ააშენეს [[ახლო აღმოსავლეთი|ახლო აღმოსავლეთში]] ([[ალ-ნურია ალ-ქუბრას მედრესე]] დამასკოში XII საუკუნე), XIII-[[XIV საუკუნე]]ებიდან კი აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში ([[ჰასანის მედრესე]] კაიროში XIV საუკუნე). მედრესე წარმოადგენს 1-2 სართულიან შენობას. იგი მოიცავს გეგმით მართკუთხა ეზოს ირგვლივ განლაგებულ სენაკებს, მეჩეთს, აუდიტორიებს, სხვადასხვა მხარის მედრესეები ერთმანეთისაგან განსხვავდება კონსტრუქციულად და დაგეგმარებით. მედრესეს უხვად ამკობდნენ სტუკზე, ქვასა და ხეზე ამოკვეთილი ორნამენტით. საქვეყნოდ ცნობილია ბუ-ინანიის მედრესე ფესში (XIV საუკუნე), ულუღ-ბეგის სამარყანდში ([[XV საუკუნე]]), მირი არაბისა ბუხარაში ([[XVI საუკუნე]]).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მედრესე“-დან