უშანგი ჩხეიძე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ 188.129.178.150-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Addbot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია |
|||
ხაზი 3:
==ბიოგრაფია==
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად მეცადინეობდა რეჟისორ გ. ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში. თავდაპირველად მონაწილეობდა მუშათა თეატრების (ავჭალის აუდიტორის, ავლაბრის თეატრი, თბილისის მუშათა ცენტრალური კლუბი) წარმოდგენებში. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო 1921 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში. წარმატებით შეასრულა როლები: ვიქტორი და არისტო (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება" და "სამანიშვილის დედინაცვალი"), ელიზბარი (ს. შანშიაშვილის "მათრახის პანაშვიდი"), მეფე ჯიმშერი (ი. გედევანიშვილის "სინათლე"), ინკუბუსი (ს. შანშიაშვილის "ლატავრა"), ფილი კულენი (ჯ. სინგის "გმირი") და სხვა. 1925 წელს ჩხეიძემ ბრწყინვალედ განახორციელა ჰამლეტის სახე (უ. შექსპირის "ჰამლეტი") და საყოველთაო აღიარება მოიპოვა როგორც მაღალნიჭიერმა დრამატულმა მსახიობმა. შემდეგ იგი სხვა მსახიობებთან ერთად გადავიდა ახლად დაარსებულ თეატრში (1933 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), ჯერ ქუთაისში (1928-1930), ხოლო 1930 წლიდან თბილისში. აქ კ. მარჯანიშვილის დადგმებში (1928-1933) მაღალმხატვრულად შეასრულა შემდეგი როლები: კარლ ტომასი (ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცლობთ!"), ბეგლარი (კალაძის "როგორ"), ურიელ აკოსტა (გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ყვარყვარე (კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), კვეჟენაძე (შ. დადიანის "კაკალ გულში"), გულბაათი (კ. კალაძის "ხატიჯე"), გრაფი ჩენჩი (შელის "ბეატრიჩე ჩენჩი"), იაგო (შექსპირის "ოტელო").
დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
==ლიტერატურა==
|