ურის ზიქურათი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Ziggarat of Ur 001.jpg|220 px|მინიატიურა|ზიქურათი ურში. ზომები 64მХ46მ, სიმაღლე 30მ.]]
[[ფაილი:Ziggurats.svg|მინიატიურა| [[შუამდინარეთი]]. [[ური]]]]
'''დიდი [[ზიქურათი]] ურში''' (ეტემენიგურუს ზიქურათი) — ძველი [[შუამდინარეთი]]ს ქალაქ [[ური|ურში]] საუკეთესოდ შემონახული სატაძრო კომპლქსი. აგებულია [[ძვ. წ.აღ.ის XXI საუკუნეშისაუკუნე]]ში (დაახლოებით [[ძვ. წ. [[2047]] წელს) ადგილობრივი მეფეების ურ-ნამუსა და შულგას მიერ, ეკიშნუგალის სიწმინდე, მთვარის ღმერთის ნანას პატივსაცემად. გადაკეთებულია მრავალჯერ. ახალბაბილონური სამეფოს ხანაში ტაძარი მნიშვნელოვნად გააფართოვა მეფე [[ნაბონიდი|ნაბონიდმა]].
 
== ისტორია ==
[[ზიქურათი]]ს მშენებლობა მიმდინარეობდა [[ური]]ს მესამე დინასტიის ხანაში, როდესაც [[აქადი|აქადელთა]] და [[გუთიები|გუთიელთა]] თავდასხმების შემდეგ აღადგინეს ადგილობრივი სახელმწიფოებრიობა. ზიქურათი იყო არა მხოლოდ სალოცავი ტაძარი, არამედ, ასევე,საზოგადოებრივი დაწესებულება, არქივი და სამეფო სასახლე. მისი ყველაზე მაღალი ადგილიდან, როგორც ხელის გულზე ისე ჩანდა მთელი ქალაქი.
 
ზიქურათი წარმოადგენდა 20 მეტრიან აგურის შენობას. ის იყო 210მ. ფუნდამენტზე აღმართული სამი სხვადასხვა ფართობის თავწაკვეთილი პირამიდა. შენობა აგებული იყო მთლიანად გამომწვარი თიხის აგურით, ხოლო ზედაპირი წინასწარ ბიტუმით მოპირკეთებული აგურით. სამი მრავალსაფეხურიანი კიბე ( ერთი ცენტრალური ციცაბო და ორი გვერდითი) ერთდებოდა შენობის ზედა დანაშენზე, რომელიც წარმოადგენდა მთვარის ღმერთის - [[ნანა]]ს სალოცავს. ზედა სართული წარმოადგენდა, აგრეთვე, ტერიტორიას ვარსკვლავებზე დაკვირვებისთვის. კედლებს შიგნით მდებარეობდა მრავალი საცხოვრებელი ოთახი ქურუმებისა და ტაძრეულისათვის.
 
ზედა მინაშენი არ არის შემონახული. ნაგებობის პირველი მკვლევარი ლეონარდ ვული ვარაუდობდა, რომ ეს კიბეები ძველად დაფარული იყო მწვანე ნარგავებით, რათა მთელი ეს მთა მოსახლეობის თვალში გამოჩენილიყო, როგორც ალუვიური დაბლობი წმინდა მთაზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ურის_ზიქურათი“-დან