სპოროფიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დაემატა/შესწორდა ილუსტრაცია
ხაზი 1:
[[ფაილი:Physcomitrella Sporophyt.JPG|მინიატიურა]]
'''სპოროფიტი''' ([[სპორა]] და [[ბერძნ.]] phyton — მცენარე) — უსქესო [[დიპლოიდური თაობა|დიპლოიდური]] (შეიცავს [[ქრომოსომა]]თა ორმაგ რაოდენობას) თაობა მცენარეებისა, რომელთა განვითარების ციკლიც ხასიათდება თაობათა მორიგეობით. სპოროფიტზე წარმოიქმნება [[სპორანგიუმი]], რომელშიც [[მეიოზი]]ს შედეგად ყალიბდება სპორები. სპოროფიტს ენაცვლება სპორიდან წარმოქმნილი [[ჰაპლოიდური გამეტოფიტი]] — სქესიანი თაობა, რომელზეც ვითარდება მდედრობითი და მამრობითი სასქესო ორგანოები. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი — [[ზიგოტა]] — საწყისს აძლევს სპოროფიტს. მცენარეთა სხვადასხვა ჯგუფში სპოროფიტი წარმოდგენილია სხვადასხვაგვარად. სპოროფიტი დომინირებს გამეტოფიტზე [[შიშველთესლოვნები|შიშველ-]] და [[ფარულთესლოვანები|ფარულთესლოვანებში]], აგრეთვე [[გვიმრანაირნი|გვიმრანაირებსა]] და [[ლამინარიასნაირნი|ლამინარიასნაირ]] წყალმცენარეებში. [[ხავსები]]სა და ზოგიერთი [[წაბლა წყალმცენარეები|წაბლა წყალმცენარის]] განვითარების ციკლში სპოროფიტს დაქვემდებარებული მდგომარეობა აქვს. მცენარეებში, რომელთაც განვითარების იზომორფული ციკლი ახასიათებთ, სპოროფიტი და [[გამეტოფიტი]] ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობენ და ერთნაირად არიან განვითარებული. იზოსპორიიდან ჰეტეროსპორიაზე გადასვლამ განაპირობა თესლების წარმოქმნა და მცენარეთა უფრო სრულყოფილ, თესლით გამრავლებაზე გადასვლა.
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სპოროფიტი“-დან