სპოროფიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
No edit summary
ხაზი 1:
'''სპოროფიტი''' ([[სპორა]] და [[ბერძნ.]] phyton — მცენარე) — უსქესო [[დიპლოიდური თაობა|დიპლოიდური]] (შეიცავს ქრომოსომთა[[ქრომოსომა]]თა ორმაგ რაოდენობას) თაობა მცენარეებისა, რომელთა განვითარების ციკლიც ხასიათდება თაობათა მორიგეობით. სპოროფიტზე წარმოიქმნება [[სპორანგიუმი]], რომელშიც მეიოზის[[მეიოზი]]ს შედეგად ყალიბდება სპორები. სპოროფიტს ენაცვლება სპორიდან წარმოქმნილი ჰაპლოიდური გამეტოფიტი — სქესიანი თაობა, რომელზეც ვითარდება მდედრობითი და მამრობითი სასქესო ორგანოები. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი — ზიგოტა — საწყისს აძლევს სპოროფიტს. მცენარეთა სხვადასხვა ჯგუფში სპოროფიტი წარმოდგენილია სხვადასხვაგვარად. სპოროფიტი დომინირებს გამეტოფიტზე შიშველ- და ფარულთესლოვანებში, აგრეთვე გვიმრანაირებსა და ლამინარიასნაირ წყალმცენარეებში. ხავსებისა და ზოგიერთი წაბლა წყალმცენარის განვითარების ციკლში სპოროფიტს დაქვემდებარებული მდგომარეობა აქვს. მცენარეებში, რომელთაც განვიტარების იზომორფული ციკლი ახასიათებთ, სპოროფიტი და გამეტოფიტი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობენ და ერთნაირად არიან განვითარებული. იზოსპორიიდან ჰეტეროსპორიაზე გადასვლამ განაპირობა თესლების წარმოქმნა და მცენარეთა უფრო სრულყოფილ, თესლით გამრავლებაზე გადასვლა.
==ლიტერატურა==
{{ქსე|9|523|ღვალაძე გ.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სპოროფიტი“-დან