ხავსისნაირნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
ხავსისნაირნი ყველაზე პრიმიტიული უმაღლესი მცენარეებია. ეს განყოფილება მოიცავს 3 კლასს: ანთოცეროტოვანებს, ღვიძლის ხავსებსა და ღეროფოთლოვან ხავსებს. მარტივი აგებულების, უფრო ხშირად, მრავალწლოვანი მცენარეებია. მათი სიმაღლე 1 სმ-დან 50 სმ-მდე აღწევს. ახასიათებთ განვითარების ერთიანი ციკლი, რომელიც სქესიანი თაობის — გამეტოფიტის დომინირებით გამოირჩევა. განვითარების ციკლს თან ახლავს დიპლოიდური სპოროფიტის გამოყოფა ჰაპლოიდურ გამეტოფიტზე. სქესიანი და უსქესო თაობები ვითარდება ერთობლივად, ერთ მცენარეზე, ე.ი. თაობათა მორიგეობას პირობითი ხასიათი აქვს. სპორისაგან ვითარდება მრავალუჯრედიანი პროტონემა. პროტონემაზე წარმოქმნილი კვირტებიდან ჯგუფურად (კორდი, ბალიში) იზრდება ორ- ან ერთსქესიანი, ორ- ან ერთსახლიანი ღეროები. სქესობრივი გამრავლების ორგანოები — ანთერიდიუმი და არქეგონიუმი განლაგებულია სტერილურ ძაფებს (პარაფიზები) შორის და გარშემორტყმულია ფოთლისებური წანაზარდებით.
 
ანთერიდიუმში ორშოლტიანი სპერმატოზოიდებია, რომლებიც წყლის საშუალებით გადაადგილდება არქეგონიუმისაკენ. კვერცხუჯრედის განაყოფიერება არქეგონიუმის ქვედა ნაწილში ხდება. ზიგოტიდან რამდენიმე თვის მანძილზე ვითარდება სპოროგონიუმი (უსქესო გამრავლების ორგანო). ზრდასრულ სპოროგონიუმში განასხვავებენ ტერფს, ფეხსა და კოლოფს. კოლოფი, რომელიც ფეხის წვერზეა მოთავსებული, შეიცავს სპორებს. სპორების წარმოშობის დროს არქესპორიუმში (სპოროგენურ ქსოვილში) მიმდინარეობს მეიოზი. ზიგოტა და სპორანგიუმი დიპლოიდურია (უსქესო თაობა _ [[სპოროფიტი]]), ხოლო პროტონემა და გამეტოფორი _გამეტოფორი— ჰაპლოიდური (სქესიანი თაობა _ [[გამეტოფიტი]]).
 
გამეტოფიტი ასრულების ავტოტროფული კვების ფუნქციას და შესწევს ვეგეტატიური გამრავლების უნარი. იგი მორფოლოგიურად მრავალფეროვანია. შეფოთლილ ღეროებზე განვითარებული აქვს ქლოროპლასტებიანი წარმონაქმნები _ პარაფილიები, მეორეული პროტონემა და რიზოიდები. ხავსისნაირებში დადგენილია აპოსპორია, აპოგამია, ჰიბრიდიზაცია და პოლიპლოიდია.
 
ანთოცეროტოვანნი (Antocerotae) თავისებური ჯგუფია, მოიცავს 2 ოჯახის 6 გვარსა და 300-მდე სახეობას. ძირითადად გავრცელებულია ტროპიკებში. საქართველოში (ძირითადად, დასავლეთ საქართველოში) ცნობილია აქედან 3 სახეობა. თალუსი და სპოროგონიუმის უჯრედები შეიცავს ერთ ან რამდენიმე ქრომატოფორს პირენოიდებით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხავსისნაირნი“-დან