'''სპოროვანი მცენარეები''' ({{lang-la|Cryptogamae}}) — [[მცენარეები]], რომლებიც ძირითადად მრავლდებიან და ვრცელდებიან სქესობრივი ან უსქესო გზით წარმოქმნილი [[სპორა|სპორებით]]. ბევრ სპოროვან [[მცენარეები|მცენარეში]] სპორები ემსახურება არახელსაყრელი პირობების გადატანას. ზოგ სპოროვან მცენარეში სპორები იშვიათად წარმოიქმნება, გამრავლებას კი ჩვეულებრივ, ემსახურება [[სხეული|სხეულის]] ნაწილები. სპოროვან მცენარეებს ყოფენ [[უმდაბლესი სპოროვანი მცენარეები|უმდაბლეს]] და [[უმაღლესი სპოროვანი მცენარეები|უმაღლეს სპოროვან მცენარეებად]].