ციხედიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
წაიშალა კატეგორია საქართველოს ციხესიმაგრეები; კატე
No edit summary
ხაზი 1:
'''ციხედიდი''', ისტორიული [[ციხესიმაგრე]] აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი [[ძეგვი|სოფელ ძეგვსა]] და მარტაზისხევს შორის (ახლანდელი [[მცხეთის რაიონი]]) , [[მტკვარი|მდ. მტკვრის]] დინების მარჯვენა მხარეს, ციხედიდის ხევში.
 
მატიანე [[მოქცევაჲ ქართლისაჲ|"მოქცევაჲ ქართლისაჲ"]] იხსენიებს ძვ. წ. IV საუკუნის მოვლენათა კონტექსტში, როგორც ქალაქ სარკინეს ციხეს. მემატიანე [[ლეონტი მროველი|ლეონტი მროველის]] (XI ს.) მიხედვით, იმავე პერიოდში, ციხედიდი "დიდი მცხეთის" ერთ-ერთი უბანია სარკინე-ზანავ-ურიათუბანთან ერთად. IV საუკუნის 30-იან წლებში ქართლის მეფე მირიან III-მ ციხედიდის რაბათში ებრაელთა 50 ოჯახი დაასახლა. VI საუკუნეში ციხედიდი [[ევაგრე]] სპასპეტის რეზიდენცია იყო. XI საუკუნიდან ციხედიდის რეგიონის მოსახლეობა ნაწილი საეკლესიო ყმები იყვნენ ([[სვეტიცხოველი|სვეტიცხოვლის]], [[შიომღვიმე|შიომღვიმისა]]). [[1561]] წლის [[6 აპრილი|6 აპრილს]] ქართველთა ლაშქარმა მეფე [[სიმონ I|სიმონ I-ის]] სარდლობით ციხედიდის მიდამოებში ბრძოლა გაუმართა სპარსელებს ([[ციხიდიდისციხედიდის ბრძოლა 1561]]), მომდევნო ხანებში მოსახლეობა აქ მნიშვნელოვნად შემცირდა. XVIII საუკუნის 40-იან წლებში იგი ხელახლა დაასახლეს ციხედიდის მიწების მფლობელმა საეკლესიო აზნაურებმა [[მაღალაძეები|მაღალაძეებმა]]. XVIII საუკუნის ბოლოს ციხედიდი კვლავ გაუკაცრიელდა.
 
ციხედიდში ანტიკური და ადრინდელი შუა საუკუნის ძეგლები არ არის მოკვლეული. ახლანდელი სოფ. ძეგვის მისადგომებთან, მდ. მტკვრიდან 1-1,5 კმ-ზე, იქ სადაც ციხედიდის ხევი ოდნავ ფართოვდება, ფერდობზე, რთულ რელიეფზე ნასოფლარია შემორჩენილი. ზემო ტერასაზე კოშკიანი საცხოვრებელია, ქვემოზე - საკულტო ნაგებობები. კოშკისაგან მხოლოდ 4 სართულია დარჩენილი. წარწერიდან ირკვევა, რომ იგი ათანასე დეკანოზიძეს აუგია [[1680]]. საკულტო უბანში 2 ეკლესია და სამრეკლოა. ყველაზე უკეთ შემონახულა სუფთად გათლილი ქვით ნაგები წმ. მარიამის [[დარბაზული ეკლესია]]. იგი გადახურულია საბჯენ თაღზე დაყრდნობილი კამარით. ეკლესიის ჩრდილოეთით ოციოდე მ-ზე სამრეკლოს ნანგრევებია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ციხედიდი“-დან