შიდა ქართლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
 
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორიის დიდი ნაწილი [[შიდა ქართლის მხარე|შიდა ქართლის მხარეში]] შედის, მცირე ნაწილი - [[მცხეთა-მთიანეთის მხარე|მცხეთა-მთიანეთის]] (მცხეთა, ახალგორი) და [[სამცხე-ჯავახეთის მხარე|სამცხე-ჯავახეთის]] მხარეებში (ბორჯომი). ამჟამად შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი ე.წ. “[[ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა|სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის]]” სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ანკლავს წარმოადგენს.
 
==ისტორია==
[[მცხეთის მუნიციპალიტეტი|მცხეთის]], [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის]], [[გორის მუნიციპალიტეტი|გორის]], [[ქარელის მუნიციპალიტეტი|ქარელის]] და [[ხაშურის მუნიციპალიტეტი|ხაშურის]] [[მუნიციპალიტეტი|მუნიციპალიტეტები]] წარმოადგენენ ნაწილს ისტორიული შიდა ქართლისა, რომელსაც ძველად [[ზენა სოფელი]] ეწოდებოდა. თვით ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი მდინარის მტკვრის მიხედვით დანაწილებული იყო [[ზემო ქართლი|ზემო]], შუა ანუ შიდა და [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლად]].
 
შიდა ქართლი ვრცელდებოდა აღმოსავლეთით [[არაგვი|არაგვსა]] და [[თბილისი|თბილისამდე]], ჩრდილოეთით — [[კავკასიონი]]ს ცენტრალურ ქედამდე, დასავლეთით — [[ლიხის ქედი|ლიხის ქედამდე]], ხოლო სამხრეთით — [[თრიალეთის ქედი|თრიალეთის ქედამდე]] და [[ფარავანი (ტბა)|ფარავნის]] ტბამდე. შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს [[გაღმამხარი (ქართლი)|გაღმამხარი]] ეწოდებოდა. ეს უკანასკნელი ისტორიული წყაროების მიხედვით ზოგჯერ არ შედიოდა შიდა ქართლში, მაშინ როცა მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა ყოველთვის შიდა ქართლში იგულისხმებოდა.
 
[[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნე|XVIII]] საუკუნეებში შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს ზემო ქართლის ეწოდებოდა. XVII საუკუნის პირველი მეოთხედიდან, ოსმალეთის მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ ისტორიული ზემო ქართლი დიდი ხნით ჩამოშორდა ქართლის სამეფოს და სახელწოდება გადავიდა შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე. ამჟამად ისტორიული შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი [[სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი|სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა]] და [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]] შედის.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შიდა_ქართლი“-დან