ყინულისა და ცეცხლის სიმღერა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
'''ყინულისა და ცეცხლის სიმღერა''' ([[ინგლისური ენა|ინგლ.]] A Song of Ice and Fire) — [[ეპიკური ფენტეზი]]ს ჟანრის რომანთა სერია, დაწერილი ამერიკელ ავტორ, [[ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი|ჯორჯ მარტინის]] მიერ. მარტინმა სერიაზე მუშაობა 1991 წელს დაიწყო და პირველი ტომი, „[[სატახტოთა თამაში]]“, 1996 წელს გამოიცა. თავიდან სამტომეულად დაგეგმილი სერია თანდათან ოთხ, ექვს და საბოლოოდ შვიდტომეულამდე გაფართოვდა. მეხუთე წიგნი, „[[ცეკვა დრაკონებთან]]“, ხუთი წელი იწერებოდა და 2011 წელს გამოიცა. მეექვსე, „[[ზამთრის ქარები]]“ კი, დაწერის პროცესშია.
 
„ყინულისა და ცეცხლის სიმღერაში“ მოვლენები რამდენიმე ათასწლოვანი ისტორიის მქონე გამოგონილ კონტინენტებზე, ვესტეროსსა და ესოსზე ვითარდება. თხრობა მიმდინარეობს მესამე პირში, სხვადასხვა პერსონაჟთა პერსპექტივიდან, რომელთა რაოდენობაც მეხუთე რომანისათვის 31–ს აღწევს. იკვეთება სიუჟეტის სამი ხაზი: რამდენიმე საგვარეულოს დაპირისპირება ვესტეროსის ტახტისათვის; ჩრდილოეთ–ვესტეროსის ყინულოვანი კედლის გაღმა მცხოვრები ზებუნებრივი [[სხვები_(რასა)|სხვებისაგან]] მომდინარე საფრთხის ზრდა; სამოქალაქო ომში მოკლული მეფის შვილის, [[დაენერისდენერის ტარგარიენი|დაენერის ტარგარიენის]] ამბიცია, ცეცხლისმფრქვეველ დრაკონებთან ერთად დაბრუნდეს ვესტეროსში და რკინის ტახტი დაიბრუნოს.
 
მარტინის შთაგონების ძირითადი წყაროა [[ვარდების ომი]]. სერიას აქებენ მისი რეალიზმისათვის, სადაც [[მაგია]] უკანა პლანზეა გადატანილი და ამის სანაცვლოდ ბრძოლები და პოლიტიკური ინტრიგებია წინ წამოწეული. ასევე, ხშირია ძალადობა, სექსი და მორალური ბუნდოვანება. მთავარი პერსონაჟები ხშირად კვდებიან, რათა მკითხველები გმირების უსაფრთხოებაში დარწმუნებამ არ დაამშვიდოს. განსხვავებული პერსპექტივები პერსონაჟთა სხვადასხვა კუთხიდან დანახვის შესაძლებლობას ქმნიან, მათ შორის არის სავარაუდო არამზადების პერსპექტივებიც.