სპილენძა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა * | სახელი =სპილენძა | სურათის ფაილი =CoronellaAustriaca3.jpg | სურა...
(განსხვავება არ არის)

20:37, 4 აპრილი 2013-ის ვერსია

სპილენძა (Coronella austriaca) — გველი ანკარასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 80 სმ, ფერად მურა ან მოწითალოა, ზურგზე შავი წინწკლები აყრია. გავრცელებულია ევროპასა და დასავლეთ აზიაში. საქართველოში გვხვდება მთისწინეთში, ტყის სუბალპურ და ალპურ ზონაში. შედარებით მშრალი ადგილების ბინადარია. იმალება სოროებში, ქვებისა და კუნძების ქვეშ. იკვებება ძირითადად ხვლიკებით, აგრეთვე მღრღნელებით და მწერებით. დიდტანიან მსხვერპლს სხეულის რგოლებით გუდავს. კვერცხცოცხლადმშობია. შობს 2-15 ნაშიერს.

სპილენძა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Coronella austriaca
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 157284

ლიტერატურა