ფრიდრიხ II შტაუფენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 56 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q130221
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Frederick II and eagle.jpg|მინიატიურა|ფრიდრიხ II; იტალიის მეფე და საღვთო რომის იმპერატორი]]
'''ფრიდრიხ II''' (დ. [[26 დეკემბერი]] [[1194]], [[ეზი]], [[ანკონის პროვინცია]] — გ. [[13 დეკემბერი]] [[1250]], [[ფიორენტინოს ციხესიმაგრე]], [[იტალია]]) — [[შუა საუკუნეებისსაუკუნეები]]ს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერატორი]] და [[შტაუფენების დინასტიაჰოჰენშტაუფენები|შტაუფენების დინასტიის]] მეთაური. მისი გავლენა ვრცელდებოდა იტალიიდან გერმანიამდე, და თვით [[იერუსალიმი|იერუსალიმამდეც]] კი, თუმცა მისმა მტრებმა, განსაკუთრებით [[რომის პაპი|პაპებმა]], მაინც სძლიეს მას და გარდაცვალების შემდეგ მალევე შტაუფენების დინასტია დაიშალა.
 
ფრიდრიხ II [[1220]] წლიდან სიკვდილამდე ([[1250]]) იყო საღვთო რომის იმპერატორი. ამასთან, მან ჯერ კიდევ [[1212]] წელს მიიღო რომაელთა მეფის ტიტული, ხოლო [[1215]] წლიდან არაპირდაპირ განაგებდა იმპერიას. შესაბამისად, ის იყო [[გერმანია|გერმანიის]], [[იტალია|იტალიისა]] და [[ბურგუნდია|ბურგუნდიის]] მეფე. სამი წლის ასაკში, ფრიდრიხი აკურთხეს [[სიცილიის სამეფო|სიცილიის მეფედ]] და იყო დედის, [[კონსტანცია სიცილიელი]]ს თანამმართველი, რომელიც თავის მხრივ [[როჯერ II]]-ის ქალიშვილი იყო. ფრიდრიხის კიდევ ერთი სამეფო ტიტული იყო [[იერუსალიმის სამეფო|იერუსალიმის მეფე]], რომელიც ეფუძნებოდა ქორწინებას და [[მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა|მეექვსე ჯვაროსნულ ლაშქრობას]].